საქართველოს ნაკრებმა 27 მარტს ესტონეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 სძლია.
უკვე მეორე მატჩია, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიგო და ჯამში, 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ჯერჯერობით ეს შედეგი მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებით არის გამოწვეული, თუმცა ეროვნული ნაკრები ასე თუ გააგრძელებს, ერთა თასზე წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.
Sportall.ge გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებას ქართულ-ესტონური დაპირისპირებიდან.
გიორგი მაკარიძე 7.0 - ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარეებს თითქმის საქმე არ ჰქონიათ და მათი შედარებაც არაადეკვატური იქნება. მაკარიძის
ოთო კაკაბაძე 7.5 - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის შეუცვლელია და მართლაც ასეა. კაკაბაძის შრომამ შედეგი გამოიღო და მისი პროგრესი სახეზეა. წინა შეხვედრაში თუ მთელი ლიტვის ფლანგი მის ხელში იყო, ამ შეხვედრაში შედარებით მოკრძალებული იყო. თუმცა რიგ მომენტებში ახერხებდა "მიხეილ მესხზე" გალაღებას.
სოლომონ კვირკველია 7.5 - როცა მეტოქე არ უტევს, მცველებსაც ბევრი საქმე არა აქვთ. თუმცა რამდენიმე ესტონურ მწვავე კონტრშეტევას შესაბამისად უპასუხა და თავისი კლასის დემონსტრირება მოახდინა.
ჯიმი ტაბიძე 8.5 - საქართველოს ნაკრებში ცენტრალურ დაცვაში საქმე იდეალურად გვაქვს. ეგ კი არა, დაცვაში კონკურენცია დიდია და ამ პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი მაინც იბრძვის: გურამ კაშია, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ჯიმი ტაბიძე და ლაშა დვალი. ნაკრებში ხოჭოლავა რომ ყოფილიყო, ალბათ, ტაბიძეს ამდენი დრო არ მიეცემოდა. ამ თამაშით კი ტაბიძემ დაამტკიცა, რომ მისი სახითაც საინტერესო ცენტრალური მცველი იზრდება.
ის მომენტი რად ღირს, როცა ჩვენი ნაკრების თავდამსხმელები უკეთეს მომენტებში იბნეოდნენ, მან კი მიცემული შანსი გოლად გარდასახა.
ლაშა შერგელაშვილი 5.5 - ჩვენი ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი ყველაზე პრობლემურ პოზიციად მარცხენა ფლანგს მიიჩნევს, რადგან ამ პოზიციიდან კარგი შეტევების წამოწყებაც ჭირს და სტანდარტულების დროს ამ პოზიციაზე არ გვყავს თავით მოთამაშე ფეხბურთელი.
ეს ამ ორ შეხვედრაშიც გამოჩნდა. გიორგი ნავალოვსკისაც და ლაშა შერგელაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო. შერგელაშვილი ვერც ხეირიან შეტევებს იწყებდა და ვერც განსაკუთრებულ ფეხბურთს გვთავაზობდა. ალბათ, ამ პოზიციაზე მაინც გიორგი ნავალოვსკი უნდა მოვიაზროთ.
ვაისმა პრესკონფერენციაზე ერთი ინიციატივა გააჟღერა - ცენტრალური მცველების ფლანგზე ლავირებაა.
ჯაბა კანკავა 8.0 - საქართველოს ნაკრების კაპიტანს არ უჭირდა მეტოქეთა შეტევების გაუვნებელყოფა და ნაკრები რომ ცენტრში საიმედოდ თამაშობდა ორივე მატჩში, კანკავას დამსახურებაა.
ნიკა კვეკვესკირი 7.0 - კვეკვესკირს გვილიას სათანადოდ შეცვლა გაუჭირდა, მაგრამ დაცვით ფაზაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა და რამდენიმე საინტერესო პასიც გააკეთა. თუმცა აღნიშვნის ღირსია, რომ ნიკა უკეთეს ფორმაშიც გვახსოვს და ვიმედოვნებთ, ერთა ლიგამდე მოუმატებს და სასურველ ფორმას დაუბრუნდება.
გიორგი პაპუნაშვილი 6.0 - შეიძლება ითქვას, რომ პაპუნაშვილს ზედმეტმა სათამაშო თავისუფლებამ აწყინა. მისი ზედმეტი ბურთის "თრევა" და არაზუსტი დარტყმები ცოტა მოსაწყენიც კი გახდა მატჩის განმავლობაში. რიგ მომენტებში პასი რომ გაეცა, უკეთესი იქნებოდა, თუნდაც იმ მომენტში, როცა ძალიან კარგად ეხსნებოდა გიორგი მერებაშვილი, მაგრამ "სარაგოსას" შემტევმა კარში დარტყმა არჩია.
ვაკო ყაზაიშვილი 9.0 - 10 ქულასაც იმსახურებდა იმ გოლის გამო, რაც გაიტანა, ხოლო თავად ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესტონეთთან შეხვედრაში. მაგრამ იყო მომენტები, როცა უკეთესადაც მართებდა თამაში. "სან ხოსეს" შემტევმა ბევრჯერ სცადა შეტევების გამწვავება და სულ სხვა ვაკო იყო რიგ მომენტებში. სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ითავსებდა "პლეიმეიკერის" ფუნქციასაც, თუმცა ეს უფრო ჯანო ანანიძის საქმეა.
გიორგი მერებაშვილი 6.5 - მისი ფლანგიდან შეტევები ნაკლებად იწყებოდა. ეს, ალბათ, მის უკან მყოფი ფლანგის მცველის ბრალი იყო. თუმცა მერებაშვილი ცდილობდა, სათამაშო კომპოზიციიდან არ ამოვარდნილიყო და ეს ნაკლებად გამოსდიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ მომენტებში კარგად ეხსნებოდა სხვა ფეხბურთელებს, თუმცა პასი მასზე არ კეთდებოდა.
ნიკა კაჭარავა 5.5 - ლიტვის მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვიკითხე, თუ რატომ ეძლეოდა ნიკა კაჭარავას ბოლო ამხანაგურ მატჩებში მცირე დრო. ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ნიკა კაჭარავას თამაშმა გამცა. ფეხბურთელი, რომლის ძალიან კარგ შეხვედრებს ვადევნებთ "კორონაში" თვალს და ასევე გვახსოვს სერბეთთან მის მიერ გატანილი გოლი, ესტონეთთან შეხვედრაში თითქოს სხვა პლანეტაზე იყო.
დაახლოებით ოთხი სახარბიელო მომენტი გააფუჭა, მაგრამ ამით მისი ჩამოწერა ნაკრებიდან ნამდვილად არ ივარგებს. ვინც მის თამაშს ადევნებს თვალს, იცის მისი შესაძლებლობები. ვიმედოვნებთ, რომ მისი ნაკრებში ჩატარებული მატჩი უბრალოდ ცუდი დღე იყო.
ვლადიმირ ვაისი 10.0 - რატომ? იმიტომ, რომ რაღაც იცვლება ნაკრებში და ამას ყველა ვხედავთ. თითქმის ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა და ორივე მოიგო. გასაგებია, რომ ეს ამხანაგური მატჩებია, მაგრამ გვახსოვს ამხანაგური შეხვედრა ესტონეთთან რამდენიმე წლის წინ, როცა 0:3 წავაგეთ და ნაკრები ფეხბურთს არ თამაშობდა.
იმავე ლიტვამ, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ, სომხეთში, მხითარიანის თამადობით, 0:1 დაამარცხა ადგილობრივი ნაკრები.
ეს არი ყველაზე ცუდი მიზეზი რაც შეიძლება მოიმიზეზო ადამიანმა როცა ფეხბურთელს აქებ
რონალდინიო სულ უმაგრეს გოლებს იტანდა მაგრამ მისი მარგი ქმედება იმდენად საშნელი იყო რო ჯერ ბარსელონადან გაუშვეს მერე მილანიდან
ცოტა მეტი მოეთხოვება ჟურნალისტს მე ესე ვფიქრობ ვიდრე ფეხბურთის როგორც თამაშის 1 გოლით შეფასებაა!!!
პ.ს.(1) დადებითად კი არ უნდა დავასრულოთ - ჩვენს სასარგებლოდ;
პ.ს.(2) ეს თამაშიც ოფიციალურია. ამხანაგური არ ნიშნავს არაოფიციალურს; არაოფიციალურია ის თამაშები, რომელიც ყველას გვითამაშია და ვთაშობთ და რომელსაც არ გვიგეგმავს ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი საფეხბურთო სამყარო. ეს შეიძლება იყოს თამაშები სოფელში ბებიის ეზოში :), ან კორპუსებსშორის სტადიონებზე და ა.შ.
პ.ს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამხელა სამყაროში ვართ თოთხმეტთაგან ერთ-ერთი, ვისაც საკუთარი ანბანი აქვს, თანაც 3 (სამთაგან ორს ვიყენებთ ახლაც -ნუსხახუცურს ბერში და მხედრულს ერში) და კომენტარებს ვწერთ ლათინური ანბანით!!! ფრთხილად, საკუთარის უპატივცემულობა არ გამოგვივიდეს!!!
ვუერთდები ყველა იმ ადამიანის სიხარულს, ვისაც ეს მოგებები გაუხარდა.