ვლადიმირ ვაისი: მე ვერ გამოვიყენებ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესტონეთის დამარცხების (2:0)  შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- მეორე ამხანაგური მატჩია, რომელსაც ვიგებთ. ჩვენ ვთამაშობდით ძლიერ და ორგანიზებულ გუნდთან, ვიდრე წინა შემთვევაში იყო. მთავარი პრობლემა რაც გამოჩნდა, ვერ ვახდენდით შესაბამისად მომენტების რეალიზებას და ეს არის გამოსასწორებელი.

- ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგთან, ხომ არ იქნებოდა კარგი, რომ ერთი ამხანაგური მატჩი დაგვემატებინა ერთა თასამდე?
- ჩვენ შევხვდებით პირველ ივნისს მალტას ავსტრიაში და შემდეგ ლუქსემბურგს, ჯამში ორ მატჩს ჩავატარებთ.

- საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდი საკვალიფიკაციო ჩაატარა. ამ
თამაშებით დავიბრუნეთ თუ არა მოგებულის ფსიქოლოგია და ორივე შეხვედრაში როცა პირველი ტაიმი მოვიგეთ, მეორე ტაიმში ნაკრები მოდუნდა, ეს რამდენად აღმოიფხვრება ერთა თასზე?

- რატომ ვცდილობთ რომ ყოველთვის ვიპოვოთ ცუდი? ნუ ეძებთ ამას. მთავარი პრობლემა იყო მომენტების რეალიზება. ამ შეხვედრაში გვქონდა 10 ასეთი მომენტი: 4 კაჭარავას, 2 ქვილითაიას, ყაზაიშვილს და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ამის გამოსასწორებლად.

როდესაც ცარიელ კარებთან დგახარ და ვერ გაიტან, მე ვერ გამოვიყენებ ამ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად. ეს ფეხბურთელის საქმეა და მან უნდა გაიტანოს გოლი.

- დღეს ნაკრებში რამდენიმე პოზიციაზეა პრობლემა, მაგალითად ფლანგის მცველებზე. თუნდაც არა გვყავს ოთო კაკაბაძის შემცვლელი, რა ვარიანტებს განიხილავთ და კიდევ ვინმეზე ხომ არ ფიქრობთ მარცხენა ფლანგზე?
- თუ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, ჩვენ რთულ მდგომარეობაში ჩავვარდებით. ჩვენ მოგვიწევს რაღაცის მოფიქრება და ამ პოზიციაზე ფეხბურთელის გამონახვა, რადგან ჩვენ აქედან ვიწყებთ შეტევებს. ოთო კაკაბაძე შეუცვლელი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის.

იგივე ნავალოვსკი და შერგელაშვილი, შესანიშნავად თამაშობენ ფლანგზე. თუმცა სტანდარტულის დროს ჩამოწოდებულ ბურთზე თავისი სიმაღლის გამო ვერცერთი ვერ იბრძოლებს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ცენტრალურ დაცვაში და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ფეხბურთელების ლავირება სხვადასხვა პოზიციაზე.

- რას გვეტყვით იმ ფეხბურთელების შანსებზე, რომლებსაც კლუბებში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვთ და აგრეთვე იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ?


- ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ფეხბურთელები და მივცეთ შანსი. დღეს მოედანზე შემოვიყვანეთ ჯაბა ჯიღაური, რომელსაც პრაქტიკა არ აქვს და ნაკრების ფეხბურთელად მოვიაზრებთ.

მე ვცდილობ ნაკრებში ვუხმო ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსაც. რომ არ გამოეძახათ 21-წლამდელებში  ოთო კიტეიშვილი, ის დღეს ჩვენთან იქნებოდა

- რა ინფორმაცია გვაქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. უნდა ველოდოთ მათ ერთა ლიგისთვის სექტემბერში?
- ერთა ლიგამდე ექვსი თვეა და მჯერა, რომ ყველა ფეხბურთელი ჩვენთან ერთად იქნება: თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე.

ოქრიაშვილი და მჭედლიძე წესით ორ კვირაში ჩადგებიან უკეთეს ფორმაში, შემდეგ კი გვეცოდინება როდის დაიწყებენ თამაშს.

- მიმდინარეობს უკრაინაში მოთამაშე ზაურ მახარაძისთვის საქართველოს ნაკრების მოქალაქეობის მინიჭება, რას გვეტყვით მის შესახებ?

- მე ვაქცევ მას ყურადღებას, თუმცა დღეს ჩვენ გვაყვს უკეთესი მეკარეები ნაკრებში.

ჩვენ ბევრ ფეხბურთელის მიმართ გვაქვს ინტერესი და ბევრსაც ვაკვირდებით. მე არ გამომითიშია ნაკრებიდან ლადო დვალიშვილი, რომელსაც კვლავ ვაკვირდები და ასევე ჩემს თვალთახედვაშია სხვა ფეხბურთელებიც.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მწვრთნელს რომელსაც წინა შესარჩევში ორი წლის განმავლობაში არცერთი თამაში არ აქვს მოგებული, ასეთ უზრდელურ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მე ხო არ გავიტან გოლსო.
წინა შესარჩევში ფეხბურთელებს აბრალებდა არ მყავს მაღალი კლასის მოთამაშეებიო და მე რა ვქნაო, ეხლა მოიგეს ბიჭებმა და თვითონ იბრალებს მოგებას ფორვარდები არ მყავს თორემ ხო წარმოგიდგენიათ რას ვიზამდი ამ უკლასო ფეხბურტელებითო
lasha
20:26 28-03-2018
6
მე ვიფიქრე, დვალიშვილისგან დავისვენებთ-თქო და, ამან კიდე.. ეჰ.. ბოლოს მაინც..
ქუთაისელი
16:59 28-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული