ვაისის სია: დებიუტანტები, VIP-ები და ბევრი საინტერესო ახალგაზრდა

AutoSharing Option
22 მაისს ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც საქართველოს ნაკრების მომავალ ორ ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მალტასთან 1-ელ ივნისს და ლუქსემბურგთან 5 ივნისს.

▶ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრებს თითქმის ნახევარი გუნდი აკლია, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოძახებულია. მივყვეთ თანმიმდევრულად.

მეკარეები
სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და გუნდს ზაურ მახარაძე დაემატა. იმ ფონზე, როცა გიორგი ლორია ტრავმირებულია, გიორგი მაკ
არიძეს
სათამაშო დრო არა აქვს და როინ კვასხვაძე ისეთ ფორმაში არ არის, როგორც წინა სეზონში იყო, საინტერესო იქნება უკრაინის ჩემპიონატში სტაბილურად მოთამაშე მეკარის ხილვა, რომელიც ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინული პრესა და ქომაგიც ზაურ მახარაძის დაკარგვას განიცდის და ანდრეი შევჩენკოს ადანაშაულებენ იმაში, რომ დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარეს შანსი ერთხელაც არ მისცა.

▶ ua-football.com: რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?

მცველები
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დასარჩენად იბრძვის, წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და კლუბი გუნდის საკვანძო ფიგურას ვერ გამოუშვებდა. კაკაბაძის ნაკრებში არყოფნის მიზეზი სწორედ ესაა.

ძალიან კარგი სიახლეა, რომ ნაკრებში შანსი ეძლევა ახალგაზრდა მარცხენა მცველ ლევან ხარაბაძეს, რადგან მის მიერ ამ სეზონში ჩატარებულმა მატჩებმა იმედი გაგვიჩინა, რომ ნაკრებში ამ პოზიციას შეავსებდა და სამომავლოდ პრობლემატური აღარ იქნებოდა.

ნაკრებში ტრავმის შემდეგ ლევან გეგეჭკორი დაბრუნდა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ამხანაგურ შეხვედრებში უკონკურენტოდ იქნება.

ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნაკრებში შანსი არ მიეცა გიორგი მჭედლიშვილს. თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა, გიორგის ჯერ საერთოდ არ უთამაშია ხორვატიის უმაღლეს ლიგაში და ნაადრევი ხომ არ არის ხორვატიის მეორე ლიგიდან ფეხბურთელის გამოძახება?

ნახევარმცველები
საქართველოს ნაკრებს დააკლდება გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც პრინციპული მატჩები ელის წინ, რადგან "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ ეტაპზე ნაკრებში არ არის ვაკო ყაზაიშვილიც, რომელსაც 3 ივნისს "ჩიკაგოსთან" აქვს ამერიკაში თამაში.

კარგი სიახლეა, რომ ამ პოზიციაზე ორი დებიუტანტია: ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ბექა საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, რომ მისი ესპანური კარიერა ვერ აეწყო. 22 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

გიორგი ბერიძეს ახალგაზრდული ნაკრებებიდან ვიცნობთ და ასაკობრივ გუნდებში ყოველთვის გამორჩეული იყო. ბერიძე სლოვაკურ "ტრენჩინში" თამაშობს და ბელგიური "გენტის" მიერ არის განათხოვრებული. ბერიძემ ამ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წარმატებული სლოვაკური კარიერით ვახტანგ ჭანტურიშვილიც ნამდვილად იმსახურებდა სანაკრებო სიაში მოხვედრას, ტრნავის "სპარტაკი" ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.

სასიხარულოა, რომ სიაშია საბა ლობჟანიძე, რომელსაც წინა შეკრებებზე არ მიეცა შანსი. ახალგაზრდა შემტევი დანიის სუპერლიგაში ბოლო შეხვედრებია "ფრინავს" და მისი გუნდი გავარდნიდან თითქმის მარტომ იხსნა.

აგრეთვე კარგია, რომ შანსი ეძლევა ოთარ კიტეიშვილს. ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში.

ცოტა უცნაურია, თუ რა ფაქტორით მოხვდნენ ამ ეტაპზე სანაკრებო სიაში ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური, რომლებიც ამ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. კვეკვესკირმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 33 წუთი ითამაშა, ხოლო ჯიღაურმა ბოლო ცხრა შეხვედრაში - ჯამში 140 წუთი.

ეს ფეხბურთელები ნაკრებში უნდა თამაშობდნენ, ოღონდ მხოლოდ იმ ეტაპზე, როცა საუკეთესო ფორმაში არიან, მათი გუნდების სპეციფიკიდან და მათი ასპარეზობიდან გამომდინარე, ჯობდა ეს ადგილები სხვა ფეხბურთელებს შეევსოთ. თუნდაც ეროვნული ლიგიდან შანსის მიცემა შეიძლებოდა ირაკლი ბუღრიძისთვის ან გიორგი კოხრეიძისთვის.

კითხვის ნიშნის ქვეშაა გიორგი აბურჯანიას გამოძახებაც. რა განაპირობებს იმ გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე ლიგაში დაქვეითების კანდიდატია, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოძახებას ნაკრებში? აბურჯანიაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ვიცით მისი შესაძლებლობები, თუმცა ამ ეტაპზე ის არ არის ისეთ ფორმაში, რომ ერთა ლიგის პირველადი მატჩებისთვის მოვიაზროთ.

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს. ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა ლევან მჭედლიძე, თუმცა ვლადიმირ ვაისმა მისი გამოძახებით არ გარისკა, რადგან მისთვის ჯანო ანანიძის ამბავი კარგი გაკვეთილი გამოდგა.

საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე. მე პირადად ამ ფეხბურთელთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეროვნულ ლიგაში თუ საუკეთესოს შერჩევის პრინციპით მიმდინარეობს ფეხბურთელის გამოძახება, რა დააშავა გიორგი გაბედავამ, რომელიც ბომბარდირია და საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული?

თუ სტატისტიკურ საიტებს დავუჯერებთ, დაახლოებით ერთი წელია გოლი არ გაუტანია ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში, აშკელონის "აპოელში" თამაშობს. კლუბში 9 ჩატარებულ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამათგან მხოლოდ 4-ში იყო ძირითად შემადგენლობაში და ისიც ბოლოს ერთი თვის წინ.

გასაგებია, იყო პერიოდი, როცა ჯერ კიდევ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, რაღაც პერიოდი იჩაგრებოდა და ნაკრებში არ იძახებდნენ, თუმცა მაშინდელი დვალიშვილი და დღევანდელი დვალიშვილი საერთოდ სხვადასხვაა.

არ ვიცი, ნაკრებში VIP-ბარათები თუ არსებობს, მაგრამ რა უნდა თქვა ამ შემთხვევაზე, ამის გასამართლებელი ერთი მიზეზიც კი არ არსებობს, როცა ათეულობით უკეთეს ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი ნაკრების მაისურის მორგებაზე ოცნებობს.

ვიმედოვნებთ, მინდორზე მაინც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, ვინც ამას იმსახურებს, რადგან ნაკრები მომავალზე უნდა იყოს გათვლილი და ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდება იმ ფეხბურთელთა შესაძლებლობები, რომლებსაც ასე ველოდით ნაკრებში.
თითქმის მარტო
მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგი ანალიზია,ნაკრებში უნდა იყვნენ საუკეთესო ფორმაში მყოფნი,გაბედავა ბუღრიძე და კოხრეიძე აშკარად იმსახურებდნენ შანსს,ზივზივაძე და დვალიშვილის გამოძახება აშკარად უსამართლობაა
გალელი
23 მაისი 2018 10:14
2
კარგია! მეტი ასეთი კრიტიკული (მაგრამ არგუმენტირებული) სტატია! მარაზმები უნდა დამთავრდეს ნაკრებში!
Modric
23 მაისი 2018 17:24
2
ერთი ნორმალური საფეხბურთო გადაცემა რა გახდა, სადაც მაღალ დონეზე იქნებოდა განხილული ეროვნული ნაკრების და ეროვნული ლიგის მატჩები, შემადგენლობები და ა.შ. ფეხბურთი არ არის მარტო 90 წუთი.
ჯანო31
23 მაისი 2018 14:09
0
აი გამაგებინეთ რა ბეგლარიშვილი დაფრინავს თამაშში 9 გოლი გააქვს და და ლადო დვალიშვილზე მეტად რანაირად არ იმსახურბს გამოძახებას???? ყველანაირად ვეცადე გამემართლებინა ვაისის ეს საქციელი და დაჟე ისიც ვიფიქრე რომ დვალიშვილი ალბათ იმდენად მაგარი მოტივატორი და გუნდის სული და გულია გასახდელში რომ მაგიტო იძახებსთქო მაგრამ ამხანაგურშიც ბიჭო ამხანაგურშიიიიიიიიიიიიიც???? დავიღალეთ ადამიანო დავიღალეთ!!!!
Superman
23 მაისი 2018 13:48
4
დვალიშვილი რატოოოოოოოოოოოოოოოოოოომ?????
ღმერთო რა შესცოდა ერმა ან ბერმაააააააააააააა??????? რისთვის ვისჯებით??????
georgian
23 მაისი 2018 12:02
1
ამ დვალიშვილს არ ეშვება ვაისი დაგინებული აქვს მგონი რომ სანამ ნაკრებში იქნება გამოიძახებს, თუ ერთა ლიგიდან გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ღმერთმა ქნას გავიდეთ, დარწმუნებული ვარ ვაისი დვალიშვილს წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ. ამ კაცს რომ ჩამოართვათ საქართველოს მოქალაქეობა არა?
roma
23 მაისი 2018 10:48
2
ბეგლარიშვილს რო ნატრობთ მაგაზე სუ მეცინება :D ესტონეთი არის ჩვენზე დაბალი დონის ჩემპიონატი, დაახლოებით სომხეთის ჩემპიონატის დონეა. ვოსკობოინოკოვი თუ ვიღაც რო იყო დინამოში საერთოდ რო არ ათამაშებდნენ, მანდ წავიდა მერე ბებერი და ბომბარდირი გახდა 30 გოლით თუ რაღაც))))) თან ნახევარმცველია. აი ვის მაგივრადდდდდ. 10 კაცი რო დაგვემტვრეს მაგაზე უკეთესს მაინც იპოვი თუნდაც ჩვენ ჩემპიონატში :) თუ ეგეთი დონეა ესტონეთის ჩემპიონატს რატო ვერ გაცდა ამდენი წელი? აი უკრაინის ჩემპიონატის ნორმალურ გუნდში მაინც რატო არ იწვევენ)
Tbiliseli
23 მაისი 2018 16:48
1
ანუ შენ ამბობ რო აქ უნდა იძახებდნენ ფეხბურთელებს რომელიც საერთოდ უგუნდოდ არიან. რომლებიც ესპანეთის მესამე ლიგაში ვარდებიან და იქაც ვერ ხვდებიან გუნდში. საქართველოს ჩემპიონატში დარჩენისთვის რო იბრძვიან იმ გუნდიდან. ყაზახეთის საშუალოზე დაბალ გუნდში რო ზამენას ხეხავენ. ეს ხალხი უნდა გამოიძახონ და რაცარუნდა დაბალი დონე იყოს ადამიანი ჩემპიონი რო ხდება და ყველა თამაშში ძირითადშია და საგოლე პასებს არიგებს შანსი არ უნდა მისცე? ესაა ლოგიკა?ამ შემადგენლობიდან ზოგიერთი თვეებია ბურთს არ შეხებია.
ბარსა
25 მაისი 2018 18:07
0
სხირტლაძე იმსახურებდა გამოძახებას.
ჯანო31
23 მაისი 2018 10:58
0
სხირტლაძე ნამდვილად იმსახურებდა გამოძახებას. კარგ ფორმაშია.
ჯანო31
23 მაისი 2018 10:47
0
დვალიშვილი რატო გამოიძახა ამ ადამიანმა?დარწმუნებული ვარ თვითონაც ვერ ახსნის.ჩემი აზრით გამზადებულ სიას აწვდიან ფედერაციიდან აბა ვაისის დონის მწვრთნელმა თავისი ინიციატივით,როგორ უნდა მოიწვიოს ლადო,რომლის საუკეთესო წლები დიდიხანია უკვე რაც გავიდა მარილზე.იგივე ჯიღაური არაფრის მომცემი უკრეატივო ფეხბურთელია და ნამდვილად არ არის ნაკრების დონის.კვეკვესკირმაც ესესაა მოიშუშა ტრავმა,ჯერ არ არის მზად.აბურჯანია უთამაშებელია.ზივზივაძე და ბერიძე არ არიან ნაკრების დონის.ამ შემადგენლობიდან შეტევაში ერთადერთი ლობჟანიძის იმედი მაქვს.სხირტლაძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაკრებში ფლეი-ოფი 27-ში მთავრდება ეგ არაფერ შუაშია ნაკრებში გამოძახებასთან,რაღაც სხვა მიზეზია.კობახიძე,ებრალიძე უნდა იყვნენ ნაკრებში...კარგი იქნებოდა ბეგლარიშვიის ამბავიც მოგვეგვარებინა.
agent 47
23 მაისი 2018 13:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული