ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

AutoSharing Option
მალტასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ (1:0), კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა

"პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს.

10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა
იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.

მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მითუმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“, - განაცხადა ვაისმა.

ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებს კიდევ სამი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე შეურთდება.

ტრავმების გამო ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარება. მათ საკლუბო მატჩების გამო ავსტრიული შეკრება გამოტოვეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღეს.

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძე რატომ არ იყო? შემდეგ თამაშში იქნება?
გიორგი
02 ივნისი 2018 20:56
0
ტრამვა აქვს და არ იქნება.
semi
04 ივნისი 2018 10:44
0
ყველაფერი გეგმით მიდის და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ლობჟანიძე და კიტეიშვილი იყო აღმოჩენა და მხოლოდ ამისთვის ღირდა ეს თამაში ბოლობოლო. საბამ კარგად ითამაშა და თუ ბურთი ვერ შეაგდო, ნერვიულობიდან გამომდინარე სიჩქარის ბრალია, პირველი თამაში იყო და ნუ დავგრუზავთ. გვილია რომ არ გაეგდოთ, საბა გოლს აუცილებლად შეაგდებდა, რადგან ჭანტურიშვილს და ზივზივაძეს გამოცვლიდა და საბაც უფრო მეტად მომარაგდებოდა პასებით. მასე პოზიციას ვერავინ ვერ არჩევს და ეს გამოსაყენებელია. უბრალოდ შეთამაშება სჭირდება. კიტემ კიდე მაგრა გაართვა თავი და ეს დაუფასდეს უნდა. ვაისი კიდე დიდ სამუშაოს ასრულებს და მე მისი მჯერა. წარმატებები
vaso
02 ივნისი 2018 19:57
3
რა ფეხბურთელებიც გვყავს, იმათ ათამაშებს. მალტასთან მოგება 10 კაცით დიდი მიღწევა ყოფილა. ლუქსემბურგი უფრო ძლიერი და საშიშია თურმე. ადრე, "დინამოს" დუბლებით 10-0 მოვუგებდით!
მერაბი
02 ივნისი 2018 18:03
5
სუსტ მეტოქესთან სუსტი შემადგენლობით გაუჭირდათო ვერ იტყვი,უბრალოდ კარში ვერ ურტყამდნენ ზუსტად და ეგ სენი ვერ მოვიშორეთ და ვაისი ვერ გაიტანს გოლებს,ჯანოს გარეშე კიდევ სულ სხვა გუნდი გვყავს თუნდაც დანარჩენი ყველა იყოს,იმედია ყველა მწყობრში იქნება გადამწყვეტი თამაშებისათვის:)
ucha martalishvili
02 ივნისი 2018 16:47
1
გამოჩნდა რომ ყველა ფეხბურთელი გუნდში 90 წუთს არ თამაშობსო(((აბა სია მოგიტანეს??ისარიცი ვინ რამდენს თამაშობს???
euhh
02 ივნისი 2018 14:07
7
ჰო მაგარი სისულელე თქვა :(
nika
02 ივნისი 2018 18:57
4
რა გინდათ ვაისთან ძალიან კარგი მწვრთნელია ადრე იყო და ერთი და იგივე სახეები ყველასთან! შარშან გახსოვთ რომ დავცინოდით ვაისს საქართველოს ნაკრებს თურმე მეორე შემადგენლობაც ყოლიაო! დღეს ხომ ყავს?! მთავარია ხელი არ შეუშალონ და აცადონ ამ კაცს! მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო და როგორ მეორე ტაიმს რომელშიც თამაში არ გამოგვდიოდა და 10 კაცით ვიყავით!
გენო
02 ივნისი 2018 15:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული