ლუქსემბურგი VS საქართველო - რა შედეგს დადებს უფრო მეტად დაცარიელებული ნაკრები?

AutoSharing Option
დღეს, 5 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 22:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

ნამალტევს
წინა შეხვედრის შემდეგ გარკვეული იმედგაცრუება დაგვიგროვდა. ფეხბურთელთა ნაწილმა ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც ველოდით. არადა, სლოვაკმა სპეციალისტმა საკმაოდ ექსპერიმენტული შემადგენლობა შემოგვთავაზა და იმ ფეხბურთელებს მისცა შანსი, რომელთა დიდ ნაწილზე მოთხოვნა იყო, რომ საქმეში გვენახა.

მეტოქიდან გამომდინარე, ბიჭებს მეტი მართებდათ, თუმცა შეთამაშებას დავაბრალოთ და დღეს უკეთესის მოლოდინი გვქონდეს.

დასანანი ამბავია ვაკო გვილიას ჩატარებული შეხვედრა. ის საუკეთესო იყო მთელი
პირველი ტაიმი, თუმცა მეორე ტაიმში მიღებული წითელი ბარათის გამო ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

გამოძახებულთაგან დღევანდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს ოთარ კაკაბაძე, რომლის მოქმედებები დასაფასებელია. მას 3 ივნისს სეგუნდა დივიზიონში პრინციპული შეხვედრა ჰქონდა, თუმცა არ დაუზარია და 4 ივნისს უკვე ნაკრებთან ერთად იყო. არადა, ვაისს საერთოდ არ გამოუძახებია ის, რადგან მისცა საშუალება კლუბს, საჭირო დროს დახმარებოდა. ტრავმის გამო არ იქნება გიორგი ჩაკვეტაძეც.

ნაკრებთან ერთად ამჯერად აღარ იმყოფებიან: სოლომონ კვირკველია და ბაჩანა არაბული.

altსაქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან 2 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება


ვის აირჩევს ვაისი?

წინა შეხვედრაში ვაისმა კარი როინ კვასხვაძეს ანდო. ამჯერად არ გამოვრიცხოთ, რომ დებიუტი ექნება ზაურ მახარაძეს.

დაცვით ხაზში მოსალოდნელია ორი ცვლილება: მარცხენა მცველის პოზიციაზე, ალბათ, ლაშა შერგელაშვილს ან ლევან ხარაბაძეს ვიხილავთ, ხოლო ცენტრალურ მცველად საბა კვირკველიას ნაცვლად დავით ხოჭოლავა იქნება.

ნახევარდაცვაში რამდენიმე გეგმიური გადაადგილება იქნება. ძირითადში იქნება ჯაბა კანკავა - ვაკო გვილიას ნაცვლად. ამავდროულად, საბა ლობჟანიძეს და ვახტანგ ჭანტურიშვილს, ალბათ, ჯაბა ჯიღაურით და ბექა ვაჩიბერაძით ჩაანაცვლებს.

უცვლელი იქნება ოთარ კიტეიშვილი - წინა შეხვედრაში მისი შესანიშნავი თამაშის გამო და გიორგი აბურჯანია საჭიროების გამო, თუმცა ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ საყრდენ ზონაში გურამ კაშია შეუწყვილოს კანკავას.

ფორვარდის პოზიციაზე ამჯერად ნიკა კაჭარავას უნდა ველოდოთ, რომელიც წინა შეხვედრაში იმ მცირე დროში კარგად გაისარჯა.

მეტოქე
ლუქსემბურგი ფიფას რეიტინგში 83-ე პოზიციაზე იმყოფება. ერთა ლიგაზე ჯგუფში კი ბელარუსთან, მოლდოვასთან და სან-მარინოსთან ერთად არის.

ჩვენთან შეხვედრამდე ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე სენეგალს დაუპირისპირდნენ, რომელთანაც ფრედ, 0:0 ითამაშეს.

გუნდი ძირითადად ნატურალიზებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რადგან ქვეყანაში მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ადგილობრივი კონტინგენტით არც ისე კარგი შემადგენლობა ეყოლებოდათ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი 18 წლის ვინსენთ ტილია, რომელიც ფრანგული "მეცის" ფეხბურთელია და მისით უკვე "ბობოლა" გუნდები არიან დაინტერესებულნი. ასევე, ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული, რომლებიც ისეთ გუნდებში იზრდებიან, როგორებიცაა: "შალკე", "მაინცი", "აინტრახტი" და ა.შ.

თუმცა, თუ "ტრანსფერმარკეტს" დავუჯერებთ, ჩვენი ნაკრების ღირებულება მათზე სამჯერ დიდია: ლუქსემბურგი 8.68 მილიონი - საქართველო 25.95 მილიონი ევრო.

ლუქსემბურს აქამდე სამჯერ შევხვდით, სამივეჯერ ამხანაგურ დაპირისპირებაში. ორი მოვუგეთ და ერთი ფრედ ვეთამაშეთ. ბოლოს 2012 წელს ლევან მჭედლიძისა და ალეკო ამისულაშვილის გოლებით ვძლიეთ.

რას ველოდოთ
როცა ნაკრების ფეხბურთელთა დიდი რაოდენობა ან ლაზარეთშია, ან ახალ კლუბს ეძებს, ეს თამაშები იმ ფეხბურთელთა აღმოსაჩენად არის განკუთვნილი, რომლებიც შეიძლება ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოვიყენოთ.

პირველი შეხვედრის შემდეგ კიტეიშვილმა შეძლო დამტკიცება, რომ ნაკრების შემადგენლობაში ყოფნას აუცილებლად იმსახურებს, დღეს კი ნაკრების ახალწვეულებს მეორე შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრებს წარმატებული სერია აქვს. "ჯვაროსნებმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს. ჯერ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ლიეტუვას მოუგეს 4:0, შემდეგ ესტონეთს სძლიეს 2:0. ბოლოს მალტას 1:0 მოუგეს.

altვლადიმირ ვაისი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნება ცვლილებები

altოთარ კაკაბაძე: ლუქსემბურგთან გამარჯვებას ვგეგმავთ

altდავით ხოჭოლავა: ჩვენს ნაკრებს ევრო 2020-ზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს

altვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ კარგი ტრანსლირება რომ გვაღირსეს!
kaxa
12:21 05-06-2018
2
ავტორ გეთანხმები, მე მგონი ასეთ ვარიანტში იქნება: მახარაძე - გეგეჭკორი, დვალი, ხოჭოლავა, ხარაბაძე -კანკავა, კაშია- კიტეიშვილი, ჯიღაური, ვაჩიბერაძე - კაჭარავა
ვახტანგ ცენტერაძე
12:44 05-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული