გურამ კაშია ლუქსემბურგზე: საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით

AutoSharing Option
ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგთან მარცხის (0:1) შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ საიტთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს. იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ, გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში, როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი, რომელიც სამწუხაროდ, გამოიყენა.

დასანანია ასეთი მარცხი. საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან, ვინც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, წინა ხაზში.

ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და
მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათთვის კარგი ტესტი. პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.

უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში, რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე, უნდა მოიგო", - განაცხადა კაშიამ.

altვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

altჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 2 /
უკეთესი რითი იყავი გურამ შენი ნახევრიდან ბურთი რომ ვერ ამოგქონდა?! ან რამდენჯერ დაარტყით კარისკენ და რამდენჯერ ზუსტად??? ერთი სერიოზული მომენტი ვერ შექმენით მთელი თამაშის განმავლობაში, არანაირი ფანტაზია არც ტექნიკა არც ტაქტიკა არც ფიზიკა და რითი ჯობდი იქნებ ეგეც გეთქვა????
1
ღირსერულად დამარცხება და მეტოქის პატივისცემა უნდა შეგეძლოს სპორტსმენს. ვინ იყო უკეთესი შედეგში და თამაშში აისახა.

პირველი შემადგენლობით მჯერა გადავუვლით მაგათ მაგრამ გიშინდელზე არ შეიძლებოდა მაგის თქმა. ტრაგედია არაა წაგება მაგ სასტავით და არ ღირს თავის მართლება და მეტოქის უპატივცემულობა. ითამაშეს, იბრძოლეს და მოიგეს
ტეხავს
23:50 06-06-2018
3

სიახლეები პოპულარული