ვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურგთან (0:1) ამხანაგური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი.

ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით, ეს არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ.

თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი. ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ
არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით.

მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან.

ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან  ეს დიდი შანსია, მიაღწიო წარმატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს.

ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ასევე კარგად თამაშობენ ფლანგიდან. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა.

გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა. ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით, გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს, რადგან პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

altჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომ დააყენე ნაკლებად შემტევი შემადგენლობა პირველ ტაიმში, რატომ არ ათამაშე წინ ორი თავდამსხმელი-კაჭარავა და ზივზივაძე ერთად და მათ უკან ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლობჟანიძე და კიტეიშვილი. მიუხედავად იმისა რომ მესამე შემადგენლობით ვიყავით მაინც აშკარად ვჯიობდით კლასით და ტექნიკით ლუქსემბურგს და თუ წავაგეთ უაზრო ტაქტიკიდან გამომდინარე წავაგეთ
იაგო
07 ივნისი 2018 11:29
0
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე რატომ არაფერს არ ამბობთ, მაგას არ ეხება ჩვენი ასეთი წყალწაღებულობა?, პრეზიდენტად წამოჯდომა და პრტყელ-ბრტლელი სითყვებით ლაპარაკი ადვილია, საქმის კეთებაა საჭირო!!!
777
07 ივნისი 2018 10:57
1
მჭედლიშვილი გამოსცადოს ერთხელ მაინც, კაცი საუკეთესო მცველად დაასახელეს და გუნდსი უმაღლეს ლიგაში გადასვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, გამოცდის ღირსი არაა?
emigranti
08 ივნისი 2018 04:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული