ვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ვაისმა ყურადღება მეკარის პოზიციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისთვის ნომერი პირველი მეკარე ნაკრებში გიორგი ლორიაა.

"ამჯერად ისეთი ფეხბურთელები გამოვიძახე, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი იმიტომ ვარჩიე, რომ ისინი კლასით აღემატებიან უკეთეს ფორმაში გამოუძახებელ ფეხბურთელებს. ოქრიაშვილსაც და მჭედლიძესაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ისინი 100%-ით მზად არ არიან. მე ვფიქრობ, ისინი ლატვიასთან მატჩში უფრო გამოგვადგებიან.

ჩვენი მიზანია, ჯგუფი მოვიგოთ. შემდეგ რა იქნება, ამას ვნახავთ. ჩვენს მეტოქეებსაც იგივე
მიზნები აქვთ. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ყაზახეთთან მატჩისთვის. მხოლოდ რამდენიმე დღეა მზადებას ვახერხებთ, ხოლო ყაზახეთში მთელი საფეხბურთო ტური გააუქმეს და სტოილოვი თავის შეგირდებს მთელი კვირაა ამზადებს. ჩვენ შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება.

ხელოვნურ მინდორზე თამაში არ იქნება ჩვენთვის გამართლება. ზოგს უჭირს ხელოვნურ საფარზე ასპარეზობა, რადგან ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილები არიან, მათ არაერთხელ მოუწიათ მსგავს მინდორებზე ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილმაც, მაგალითად, თქვა, რომ ის მზად არის, ყაზახეთში ითამაშოს და ხელოვნური ბალახი პრობლემას არ წარმოადგენს.

ყველაზე უკეთესად ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ. ასევე მეტოქის მწვრთნელიც კარგად იცნობს ჩემს ტაქტიკას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ის ფაქტორები გავანეიტრალოთ, რაშიც ყაზახები ძლიერები არიან.

გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია ჩაიტარა და დიდი ხანი გამოაკლდება ნაკრებს, თუმცა ამჟამად ჩემთვის ნომერი პირველი არის გიორგი ლორია, იმის მიუხედავად, რომ ის თავის გუნდში არ თამაშობს. მე ვესაუბრე მას და მითხრა, რომ მზად არის. ვფიქრობ, მისი გამოცდილება და კლასი საკმარისი იქნება, რომ ამ ორ მატჩში ვენდო.

სამწუხაროდ, თავდასხმის ხაზი არ არის სათანადოდ მზად. ამიტომ, თუ ამ ორ შეხვედრაში ცვლილებები იქნება, ძირითადად, ამ პოზიციას დაეთმობა", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყაზახეთში 5 სექტემბერს გაემგზავრება და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

altმეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

მკითხველის კომენტარები / 40 /
ლორია,როინი,მაკარიძე.კაკაბაძე,კვირკველია,კანკავა,კაშია,ნავალა,დვალი.გვილია,აბურჯანია,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,პაპუნაშვილი,არაბიძე.ქვილითაია,ბეგლარიშშვილი,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილიკ იტეიშვილი,ჯიღაური და ერთი სამი ვინმე და ეგაა.მჭედლიძე კიდე ჰა ჰაჯანდაბას(კაჭარავა,დვალიშვილი,არაბული ,არველაძე ნაღდად არაა საჭირო ამჟამად)
euhh
05 სექტემბერი 2018 17:33
0
რაო რას ბჭობთ? მიხვდა ვაისი, ქაღალდზე დარჩება თქვენი ფავორიტობა,ხვალ მინიმუმ 2 გოლს შეგიგდებენ და მორჩა თამაში
41
05 სექტემბერი 2018 09:31
11
kashias magivrad khocholavas tu daakenebs minimum nichias mainz gavagorebt!
qomagi
05 სექტემბერი 2018 06:43
5
მეგობრებო,ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება და საკუთარი შეხედულების წარმოთქმის შესაძლებლობა მე უბრალოდ მინდა უპასუხო იმ კრიტიკას რაც უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახებას და პრაქტიკის მქონე ფეხბურთელების არ გამოძახებას უკავშირდება.
თუ გაიხსენებთ წინა ორ ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა მათი გამოძახება და რა შედეგიც დავდეთ (თამაშის ხარისხთან ერთად) ვნახეთ ყველამ ერთად.

რა თქმა უნდა კარგია როცა ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები გყავს რომელსაც მუდმივი პრაქტიკა აქვთ კლუბებში,მაგრამ რას ვიზამთ რეალობა ეს არის სამწუხაროდ.

ფეხბურთში კლასი ძალიან ბევრს ნიშნავს და შესაბამისად გაცილებით ღირებულია გყავდეს ახალ გამოჯანმრთელებული ოქრიაშვილი ვიდგრე საქართველოს ჩემპიონატში მუდმივ ძირითადში მყოფი ფეხბურთელი.

ოქრის, იგივე ქვილითაიას და ა.შ. შეუძლიათ გადაწყვიტონ თამაშის ბედი.

მე ვფიქრობდი რომ ძირითადში კვასხვაძეს დააყენებდა მაგრამ ვეთანხმები რომ ლორია გაცილებით გამოცდილია ამ დონის შეხვედრების ჩასატარებლად.

ვწვრთნელი იღებს პასუხისმგებლობას და შესაბამისად მან უნდა შეარჩიოს გუნდი. უკვე საკმაო დრო მიეცა მას გუნდთან სამუშაოდ, არ ვაკრიტიკებთ ჩავარდნილი წინა შესარჩევის გამო, მაგრამ აქ ყველა ვითხოვთ შედეგს.

მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ვფატებებიიქრობ წარმატებულად ვიასპარეზებთ.

წარმატებები
joko
05 სექტემბერი 2018 00:42
1
Kupatadze. Kakabadze. Kirkvelia. Xocholava . Navalovski. Gvilia. Kankava. Oqriashvili. Chakvetadze. Kazaishvili. Kvilitaia. 4-2-2-1-1 chakvetaze shuashi cin caceuli flangrbze vako da oqri centrshi gvilia kankava
Emigranti
05 სექტემბერი 2018 00:10
4
რამდენი უვიცი...ისე ქუჩურად რაც ქვია ყველამ იცის...წერს აქ და კლავიატურის ვირთხები არიან არ იცით და სად ეტენები...კარგი დაწერე ან არაფერი
ედუარდ ზარანდია
04 სექტემბერი 2018 23:55
1
მე ვინ მინდა და არმინდა კიარა,მჭედლიძეს რომ უმაგრეს ფორვარდად ახასიათებენ ყველა სტატიაში,რა მიზეზითთქო,მე ვერვხვდები იქნებ და ამიხსნას ვინმემთქო.ან რას ცინიკოსობ,რა ბარქაია და შენგელია?!
aburjga-s
04 სექტემბერი 2018 23:46
1
კიდე რამდენი ქართველი ფეხბურთელი იცი რომელმაც იუვენტუსისთვის მილანისთვის და ინტერისთვის აქვს გატანილი
912
05 სექტემბერი 2018 00:19
2
Rato kavs kacharava da ara sxva magalitad vawadze an kapanadze torpedodan tu mamaisis blatitaa isev kac weliwadia goli ar gautania da moedanze ristvis shedis titonac ar icis da nakrebshi ra pontahi gamoizaxa. Warmatebebi bichebs vaisi atrakebs ukve
5gio
04 სექტემბერი 2018 22:49
4
4-2-3-1 ლორია კაკაბაძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკი კანკავა-გვილია ჩაკვეტაძე-კიტეიშვილი-მერებაშვილი ყაზაიშვილი
jano31
04 სექტემბერი 2018 22:32
12
ბოლოში ცოტა აურიე. გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე ძალიან გაჭირდება გოლის გატანა. ჩვენი ნაკრები კი ესპანეთი არაა ცენტრფორვარდის გარეშე ყაზახეთს მოუგოს.
giga
05 სექტემბერი 2018 00:11
1
ქაღალდზეო? :D კუშებს მაინც ჩახედოს 32 თეთრით მეტი აქვთ ყაზახებს მართალია ბევრი არ არის განსხვავება მარა ფავორიტები იქ ნამდვილად არ ვართ სამწუხაროთ უკვე თავის მოტყუება წავიდა ქაღალდძე ვართ ფავორიტები მარა არა მოედანზე უკვე თავის ქებაა და მაგ თავის ქებამ გვიქნა ის რო მეორე ტურში აღარ გვაქ გასვლის შანსი უკვე რამდენი წელია თან ხელოვნურზეა თამაში სინი მიჩვეულები არიან ტურიც გააუქმეს ერთიანში 2.55 მშვენიერი კუშია არგინდათ ეხა პატრიოტიზმი და ასე შემდეგ ჯერ დაიმსახურონ და მერე იქონიონ სამარტლიანი სურვილი გვერძე დგომის
ნოდო
04 სექტემბერი 2018 22:17
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული