ვაისმა ყურადღება მეკარის პოზიციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისთვის ნომერი პირველი მეკარე ნაკრებში გიორგი ლორიაა.
"ამჯერად ისეთი ფეხბურთელები გამოვიძახე, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი იმიტომ ვარჩიე, რომ ისინი კლასით აღემატებიან უკეთეს ფორმაში გამოუძახებელ ფეხბურთელებს. ოქრიაშვილსაც და მჭედლიძესაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ისინი 100%-ით მზად არ არიან. მე ვფიქრობ, ისინი ლატვიასთან მატჩში უფრო გამოგვადგებიან.
ჩვენი მიზანია, ჯგუფი მოვიგოთ. შემდეგ რა იქნება, ამას ვნახავთ. ჩვენს მეტოქეებსაც იგივე
ხელოვნურ მინდორზე თამაში არ იქნება ჩვენთვის გამართლება. ზოგს უჭირს ხელოვნურ საფარზე ასპარეზობა, რადგან ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილები არიან, მათ არაერთხელ მოუწიათ მსგავს მინდორებზე ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილმაც, მაგალითად, თქვა, რომ ის მზად არის, ყაზახეთში ითამაშოს და ხელოვნური ბალახი პრობლემას არ წარმოადგენს.
ყველაზე უკეთესად ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ. ასევე მეტოქის მწვრთნელიც კარგად იცნობს ჩემს ტაქტიკას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ის ფაქტორები გავანეიტრალოთ, რაშიც ყაზახები ძლიერები არიან.
გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია ჩაიტარა და დიდი ხანი გამოაკლდება ნაკრებს, თუმცა ამჟამად ჩემთვის ნომერი პირველი არის გიორგი ლორია, იმის მიუხედავად, რომ ის თავის გუნდში არ თამაშობს. მე ვესაუბრე მას და მითხრა, რომ მზად არის. ვფიქრობ, მისი გამოცდილება და კლასი საკმარისი იქნება, რომ ამ ორ მატჩში ვენდო.
სამწუხაროდ, თავდასხმის ხაზი არ არის სათანადოდ მზად. ამიტომ, თუ ამ ორ შეხვედრაში ცვლილებები იქნება, ძირითადად, ამ პოზიციას დაეთმობა", - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყაზახეთში 5 სექტემბერს გაემგზავრება და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]
მეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?
ოქროს თაობის, რომელსაც წინ კიდევ დიდი წარმატებები ელის. წინ ჯვაროსნებო, შეჭამეთ ეს ფულით გაყოყოჩებული და უაზროდ ამბიციური ყაზახები, დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ.