საქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

სფფ-მ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურების შემდეგ ადრენალინს გამოჰყოფთ.

აღნიშვნის ღირსია ფორმის ახალი დეტალი - მხრებზე მაისურას სამი შავი ზოლი აქვს.

დიდი ალბათობით, ახალი ფორმით ნაკრები ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩში გამოვა, რომელიც 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს 18:00 საათზე გამართავს.

altყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფორმა კი არა ფეხბურთი ითამაშეთ!
დავით 67
06 სექტემბერი 2018 02:23
0
ძალიან მაგარი ფორმაა!
ზურა
05 სექტემბერი 2018 20:06
0
მეგობრებო თქვენი არ ვიცი მაგრამ მჯერავს საქართველოს ნაკრების, ოქრიაშვილი იმედია ძირითადში იქნება, ის და კანკავა ვფიქრობ ძირითადი ბირთვია ჩვენი გუნდის... წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ვაჟკაცებს და მჯერა გვასახელებენ❤️
ჩორნა
05 სექტემბერი 2018 16:12
0
ადრენალინი არა ის კიდე :)):):):)
sormona
05 სექტემბერი 2018 13:44
3
გასიებულ მჭედლიძეს რომ არ ჩაეცვა შიშველ ტანზე მაისური სხვას ვერ ჩააცვეს? თუ ყველაზე გამხდარი ეგ არის? -_- მერე კიდე ეს "შავი ფერი" რა უბედურებაა? საერთოდ რატომ არის შავი ფერი? ამოვაგდოთ რა ეს ფერი მენტალიტეტიდანაც და ყველაფრიდან, თეთრი და წითელია ეროვნული ფერები და არა თეთრი და შავი, ადიდასის მოთხოვნა თუ იყო კიდე რა ახლა ყველა სპონსორს რაც გაუსწორდება ის უნდა უკეთოს ეროვნულ ფერებს თუ როგორაა საქმე?
ვახტანგი
05 სექტემბერი 2018 13:13
6
აბა თქვენ იცი ბიჭება გაახარეთ საქართველო და ქართველი ხალხი
valerian
05 სექტემბერი 2018 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული