საქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

სფფ-მ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურების შემდეგ ადრენალინს გამოჰყოფთ.

აღნიშვნის ღირსია ფორმის ახალი დეტალი - მხრებზე მაისურას სამი შავი ზოლი აქვს.

დიდი ალბათობით, ახალი ფორმით ნაკრები ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩში გამოვა, რომელიც 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს 18:00 საათზე გამართავს.

altყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფორმა კი არა ფეხბურთი ითამაშეთ!
დავით 67
02:23 06-09-2018
0
ძალიან მაგარი ფორმაა!
ზურა
20:06 05-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული