ვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგაზე ყაზახეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ჩვენი მოთამაშეები ჯანმრთელად არიან. შემადგენლობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. არის ერთი-ორი პრობლემური პოზიცია, რომელზედაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ჩატარებული ვარჯიშის მერე მივიღებ.

მე მოხარული ვარ, რომ ხვალ სტანიმირ სტოილოვს დავუპირისპირდები. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ წარვდგებით. ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა ხვალ მეტოქეები ვიქნებით.

ჩემი აზრით, ყაზახები სწრაფად
და აგრესიულად ითამაშებენ. ორივე გუნდი ფლობს ერთმანეთზე სრულად ინფორმაციას და დიდ როლს ითამაშებს ტაქტიკური გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ მინდორი ხელოვნურია, იდეალურ მდგომარეობაშია. არ შეიძლება საუბარი იმაზე, თუ რა როლს ითამაშებს საფარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტილი და მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ შემტევი ფეხბურთი და მოვიპოვოთ გამარჯვება. მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ყოველ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს.

საქართველოსთვისაც და ყაზახეთისთვისაც მიზანია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ხვალინდელი მატჩი ამ ფაქტორზე დიდ როლს ითამაშებს. თუმცა ჩვენ აქ ქალაქის დასათვალიერებელად არ ჩამოვსულვართ, გამარჯვება გვსურს.

შანსები თანაბარია, ფავორიტი არ არსებობს, უკეთესი გუნდი მხოლოდ მინდორზე გამოჩნდება. სტოილოვი საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია. სტადიონიც, ალბათ, გაივსება და ეს დიდი მუხტი იქნება ფეხბურთელებისთვის", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება.

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

altსტანიმირ სტოილოვი: ჩემი გუნდი ნებისმიერი სქემის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა

მკითხველის კომენტარები / 21 /
2:0 უნდა მოვუგოთ, არ მაინტერესებს როგორი თამაში იქნება მთავარია მოვუგოთ და თავდაჯერაბა შევმატოთ ნაკრებს. წარმატებები ნაკრებს.
roma
19:40 05-09-2018
3
არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ჩვენ არ გვყავს ის ნაკრები რომელიც არა მარტო ამ ჯგუფში არამედ D დივიზიონში ვერ ამართლებდეს ფავორიტის სტატუსს.ამ დიციზიონიდან სწორედ საქართველომ უნდა ითამაშოს ევროპაზე და წარმოადგინოს კავკასია.სომეხი და აზერი არ არის ის ხალხი ვინც კავკასიას წარმოადგენს,ისინი აქ დიდიხნით დარჩენილი მაგრამ მაინც სტუმრები არიან ამიტომ სრულიად კავკასია ვალდებულია უგულშემატკივტოს სწორედ რომ საქართველოს ნაკრებს
ბაჩი
19:19 05-09-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული