ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაილენმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ (0:1) პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში ზუსტად ისე წარიმართა როგორც მე ვფიქრობდი, მსურს ჩემი გუნდი შევაქო დისციპლინისთვის. მაშინ როცა 0:0 იყო , ჩვენ გვქონდა მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მთელ მატჩში საქართველო გავანეიტრალეთ.

მე ვფიქრობ, ეს არ იყო პენალტი. მიკვირს თუ რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აქ ჰქონდა სიმულაციას ადგილი, რასაც მსაჯი წამოეგო. მე არ ვწყვეტ ამას და მსაჯს უფრო თავდაჯერებით უნდა ემოქმედა, თუმცა დასანანია როცა ასეთი გოლით აგებ შეხვედრას.

იმ შემთხვევაში
თუ ჩვენ ყველა დანარჩენ შეხვედრას მოვიგებთ, გვექნება ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა. საქართველო თავიდანვე ჯგუფში ფავორიტი იყო, რადგან მათი ფეხბურთელები ევროპის წამყან გუნდებში თამაშობენ. არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯგუფიდან ყველა გავიდეს, თუნდაც ანდორა, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგოს.

საქართველოს ნაკრებს ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც მეტოქის ყველა ფეხბურთელი გაანეიტრალეს", - აღნისნა მიკსუ პაატელაილენმა.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ბუდუ ზივზივაძეს უნდა მისცეს გაისმა შანსი აუცილებლად, მას გოლის გატანის ალღო აქვს ეს დინამოს ატყვია.
მამუკა
10 სექტემბერი 2018 14:02
5
ზედიზედ მეორე მატჩი კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გიორგი ჩაკვეტაძეს. ეს ნაკრები მატჩის მომგები არ იყო არც ყაზახეთში და არც გუშინ მის გარეშე.
ირაკლი
10 სექტემბერი 2018 10:53
1
ამ საქართველოს ნაკრებისთვის არ იყო ცუდი თამაში. როცა თავდამსხმელი არა გვყავს, ზედიზედ ორ თამაშს ვთამაშობთ 3 დღეში და იმასაც ვიგებთ, არა გვაქვს კრიტიკის საფუძველი. რა თქმა უნდა ძალიან მოვიკოჭლებთ მთელ რიგ შემთხვევებში, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი. პენალტს რაც შეეხება, 50/50 ზე იყო. შეეძლო დაენიშნა და დანიშნა. სამუშაო ბლომად გვაქვს, მაგრამ შევირგოთ ეს ორი მოგება
გგგ
10 სექტემბერი 2018 10:42
2
ნელ-ნელა საქართველოს ნაკრები სწავლობს ფეხბურთის თამაშს და ეს უდავოდ გასახარია ჩვენთვის. გამოჩდნენ უნიჭიერესი ბიჭები რომელთაც შეუძლიათ თამაშების მოგება თუნდაც ინდივიდუალურად. გუნდმა ისწავლა 4-5 პასის გადაბმულად გაკეთება და შეტევაშიც შეიმჩნეოდა კომბინაციური ფეხბურთის ნიშნები. მე მომეწონა საქართველოს ნაკრების ეს ორი მატჩი. ახლა დროა ნელ-ნელა ავტობუსის წინააღმდეგაც ვისწავლოთ თამაში, რადგან ეს უკვე თავდაცვის აპრობირებული მეთოდი გახდა. საერთო ჯამში კარგი იყო ყველაფერი და მომავლის იმედით აგვავსო.
dadu
10 სექტემბერი 2018 10:10
1
სად დაინახე კომბინაციური ფეხბურთი თუ ძმა ხარ, სხვა მატჩს ხომ არ უყურე?)))
dato
10 სექტემბერი 2018 11:13
5
ყაზაიშვილი(?), კაჭარავა(?), ამათ იმედზე ეროვნული ნაკრები რომ იქნება, უნდა ვთქვათ რომ ზალზედ გაგვიმართლა, ჩვენ ქვეჯგუფში, ყაზახებია, ანდორა და ლატვია.
avaza
10 სექტემბერი 2018 10:01
14
კაჭარავამ პოზიცია რო შეიცვალოს არ შეიძლება? ეგ არა არის თავდამსხმელი არაფერი არ იცის პროსტა მაღალია, მაგრამ მაღალ ბურთზე ვერ თამაშობს
me
10 სექტემბერი 2018 09:49
1
ის რომ უკეთ თამაში შეგვიძლია და გვმართებს უეჭველია, მაგრამ 6 ქულა ძალზე სასიამოვნოა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლატვია გოლამდე მხოლოდ ჩვენთვის ხელის შეშლაზე იყო ორიენტირებული და ის რასაც აკეთებდნენ ანტიფეხბურთია! რა დონის მწვრთნელიც ყავთ, ამ ფეხბურთით რომ არის კმაყოფილი, ის გუნდიცაა. ჩვენმა გუნდმა უნდა ისწავლოს ასეთი ყრუ დაცვის დაძლევა თორემ სხაგვარად არაფერი გამოვა. თავდასხმაში მისახედია საქმე. ვფიქრობ გაბედავასაც უნდა მისცენ შანსი. ასე მხოლოდ ერთი ან ორი ინდივიდუალისტის ხარჯზე ყოველთვის ვერ გავალთ ფონს. კიდევ ერთხელ წარმატებები საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს.
მგონი გუნდი ხდებიან (მხედველობაში მაქვს ქვილითაიასადმი მიძღვნილი აქცია!)
miriani
10 სექტემბერი 2018 08:58
0
საქმეც მაგაშია ბატონო, პაატელაინენ. შემსრულებელი ფეხბურთელები უნდა გყავდეს და თქვენც მიაღწევდით რაიმეს. 76 წუთი 11-ტივე ფეხბურთელით ყრუ დაცვას, რომ თამაშობთ მაგან იცის ეგეთი შედეგის დაფიქსირება ტაბლოზე.
P.S.ორივე თამაში ჩაქვეტაძემ მოიგო.
TanoLife
09 სექტემბერი 2018 23:40
2
სპორტულ საიტზე ვარ თუ დედათა მონასტერში, რა დავწერე ისეთი რომ მიბლოკავთ!?
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
09 სექტემბერი 2018 23:34
7
ეს მიკსუ პაატელაილენი რა ბოღმას გვაფრქვევს - წაასხა და რა იგესლოს არარ იცის
დათო
09 სექტემბერი 2018 23:21
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული