ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიის დამარცხების შემდეგ (1:0) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რთული თამაში იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა.

სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური კუთხით, რადგან მათ კლუბებში მცირე სათამაშო დრო აქვთ და ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაში ანდროსთან უკეთეს ფორმაში იქნებიან.

ქვილითაიას ტრავმა ტრაგედიაა, ასეთი ტრავმა არ მახსენდება. ეს შოკი იყო მთელი გუნდისთვის, ჩვენი ინფორმაციით ხვალ ჩატარდება ბელგიაში ოპერაცია და გვეცოდინება
მისი ტრავმის სიმძიმე და რეაბილიტაციის პერიოდი.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თუმცა მე არ ვუყურებ წარსულს და მსურს ახალი ისტორია დავწერო.

ასეთ შეხვედრაში რთულია ფეხბურთელების შეცვლა, რადგან რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეხვედრაში ჩართვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ შეცვლები დავაგვიანე, თუმცა სათადარიგო შემადგენლობაშიც არ მქონდა დიდი არჩევანი, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ფორმაში არ არიან.

რაც შეეხება უშუალოდ კაჭარავას, თამაში არ წაუვიდა, ბევრს ეცადა და ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტიც. ფეხბურთი არ არის იოლი თამაში და ყველაფერი ხდება.

რა პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 50 000 ქომაგი იყო და მათ გვერდში ყოფნას ვგრძნობდი. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეს სასიხარულოა.

მეტოქემ ყრუ დაცვაში ჩადგა და ბოლომდე ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. პირველ ტაიმში ვცდილობდით ისე გვეთამაშა, რომ ფინალურ ფაზამდე მივსულიყავით, თუმცა არ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, მისი კარგი თამაში ორივე შეხვედრაში გამოსარჩევია. ზოგიერთ ფეხბურთელს უკეთ მართებდა ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან ჩადგა მწყობრში და ეტყობოდა ეს, ვაკო ყაზაიშვილსისა და ნიკა კაჭარავასგან კი მეტს ველოდი.

არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია.

მე კომუნიკაცია მქონდა ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვნახოთ, სამი კვირის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 51 /
ფეხბურთელი არა მყავს სათადარიგო სკამზეო და ამ დროს საუცხოო ფორმაში მყოფი კიტეიშვილი და არაბიძე უზის, ამას კი მგონი 5-6 კგ-ით დამძიმებული პაპუნაშვილი გამოყავს და ისიც საუკეთესო შემტევს ხსნის კაჭარავას ნაცვლად. მოკლედ ძალიან უკმაყოფილო ვარ ვაისის გადაწყვეტილებებით და ან მიუთითონ და შეაცვლევინონ ზოგიეერთ ფეხბურთელის მიმართ მიდგომა, ან საერთოდ მოვიშოროთ თავიდან. დარჩენილი მატჩები ახალმა(ქართველმა) მწვრთნელმა ჩაატაროს, უკვე ძნელია ჯგუფიდან არგასვლა მაოხერხონ ჩვენებმა და მწვრთნელსაც დრო და საშუალება მიეცემა საუკეთესო შემადგენლობას მიაგნოს. ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დაგვიანება უფრო სახიფათოა.
emigranti
09 სექტემბერი 2018 23:28
27
ოე, ოე ემიგრანტი, შენ საერტოდ უყურე თამაშს ? არაბიძე საერთოდ განაცხადში არ იყო. ან საიდან იცი როგორ ფორმაშია. ტქვა კაცმა ვარჯიშებზე ვერ წარმოაჩია თავიო. მეცემაღ მაგასაც და კიტესაც დრო თუ მოუმატებენ ნუ ნერვიულობთ
QT
10 სექტემბერი 2018 08:08
0
არც ერთია საუცხოო და არც მეორე ! ეს არაბიძე რა გახადეთ გადამწყვეტი ? სწორი ცვლილებები ჰქონდა, უბრალოდ დაგვიანებული
: )))))))
10 სექტემბერი 2018 00:00
10
ტრამვირებულ და უთამაშებელ ფეხბურთელებს ათამაშებს და არაბიძემ თავი უნდა წარმოაჩინოს ვარჯიშზეო, იქნებ ათამაშო და ჩვენც დავინახავთ, თავდასხმა რო ძაან სუსტია ვერ ხედავს, დღეს უბრალოდ გავიმართლა
zaza
09 სექტემბერი 2018 23:28
11
Kiteihvili xom yavda tadarighi tatom at atamaha? Gvilias hemoyvana daagviana an Saba lobjanize da ebralize ratom ar gamoizaxa? Romeltac 100 procentiani praqtika aqvt. Axla hven ras gvewuuneba!
Kika
09 სექტემბერი 2018 23:24
4
Es kaci an gvrkaifeba an martla sxva idzaxebs fexburtelebs . Satadarigoze ar myavda iseti fexburtelebi visac satamasho dro aqvto da roca nakrebi gamoidzaxa mashin gamocdilebi gamovifzaxeo da ara visac praqtika aqvso da tqven am kacs edzaxit profesionals da dzlier mcrtnels sul tavs rom imartlebs hm...
Emigranti
09 სექტემბერი 2018 23:10
9
რასაც ვუყურებ სავსებით რეალურად აღიქვამს ყველაფერს, უბრალოდ იმაში არ ვეთანხმები, რომ ხედავ რომ ყაზაიშვილს და კაჭარავას არ მისდის თამაში უნდა შეცვალო რა..... ისე ქვილითაია რომ ყოფილიყო სულ სხვა შედეგი იქნებოდა დარწმუნეული ვარ.... კაჭარავამ სამწუხაროდ მაგარდ მოუკლო მომატების ნაცვლად :(
Dinamo
09 სექტემბერი 2018 23:08
4
არაბიძე კი არა ლაზარე კუპატაძე შემოეყვანა კაჭარავას ნაცვლად, რავიცი მაგაზე უარესს მაინც ვერაფერს გააკეთებდა!
Dinamo
10 სექტემბერი 2018 01:53
0
დინამო არ მითხრა ეხლა არაბიძე შემოეყვანეო :)))
: )))))))
10 სექტემბერი 2018 00:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული