გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

მატჩი, გარდა საფეხბურთო მნიშვნელობისა, ყურადღების ცენტრში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც მოექცა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ამით ბედნიერია.

"ძალიან ბევრნი ვართ ერთად და უამრავი მხარდამჭერი გვყავს. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, თუ შეიძლება ასეთი რამის თქმა. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არც
ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რასაც ჩემზე ამბობენ, მე პოზიტიური ადამიანი ვარ", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კომენტარი გიორგი ქვილითაიას ტრავმაზეც გააკეთა:

"ქვილითაიას რაც შეეხება, გუშინ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ჩვენთვისაც შოკისმომგვრელი იყო, რაც, ალბათ, თამაშზეც აისახა, მაგრამ გიორგი მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი შემხვედრია, ის უმაღლესი დონის სპორტმსენია. მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ". 

ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი თბილისში ანდორას უმასპინძლებს.

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
გურამ,ის ხალხი,ჩემი ჩათვლით,შენს წინააღმდეგ კი არ არის,არამედ შენი საქციელისა.შენ კი მაგ საკითხში არა თუ სინანული გეტყობა,არამედ გიხარია კიდეც რომ ბევრი მხარდამჭერი გამოგიჩნდა.უბედურებაც სწორედ ეგ არის,რომ საქართველოში უკვე ბევრია მაგ საქმის მიმდევარი.იმედია მომავალში მაინც მიხვდები შენს შეცდომას,მაგრამ არ გისურვებ ეს შენს შვილებზე გამოსცადო.ღმერთმა გაგიმარჯოს ფეხბურთში და სხვა ყველა საქმიანობაში,მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლგპტ პროპაგანდაში,მაგ საკითხში გისურვებ ყველაფერი უკუეფექტით მოგიბრუნდეს.
სოსო
10 სექტემბერი 2018 11:08
18
ღმერთმა ნამდვილი უბედურება არასდროს გამოგაცდევინოს. პს პროპაგანდის განმატრება დაგუგლე.
semi
10 სექტემბერი 2018 14:35
3
ვეთანხმები სოსოს. გურამ შენი კაცობა და ავტორიტეტი ვიღაცამ ბოროტად გამოიყენა და თავისი ბინძური საქმე გააკეთა მაღალ დონეზე. არ მგონია, რომ შენ ამას ვერ ხვდებოდე,მაგრამ მოიკრიბე როგორმე ვაჟკაცობა და შეინანე.ეს არა მარტო შენს კაცობას,არამედ შენს პატარა, საამაყო და საყვარელი სამშობლოს ავტორიტეტს სჭირდება აუცილებლად. ჭკუას არ გასწავლი,მაგრამ რჩევად - გეყოლება ალბათ მოძღვარი,რომელიც გამონახავს სწორ გზას და სრულიად გაგათავისუფლებს უმძიმესი ტვირთისგან. მერწმუნე ამას მთელი საქართველო ელის შენგან
vax-vax
10 სექტემბერი 2018 14:24
5
გურამ, რასაც მოედანზე გიყურებ შენი თამაშით და მოქცევით ნამდვილი ვაჟკაცი და საკაპიტნე კაცი ხარ. პატივისცემასაც ალალად იმსახურებ. მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია, ამ სოდომის და გომორას ცოდვაში ჩამდგრებს შენისთანა ვაჟკაცი ქართველი რატომ უჭერ მხარს? შენს მაგალითზე ხომ ჩვენი შვილები იზრდებიან!!!
G.A.L.
10 სექტემბერი 2018 10:49
11
იმიტომ უჭერს მხარს რომ ისინიც შენნაირი ადამიანები არიან და ქრისტეს ისინიც შენნაირად უყვარს. თუ ვინმე ცოდვილია თვითონ წარსდგება უფალთან არ ჭირდება შენი გასამართლება.
semi
10 სექტემბერი 2018 14:37
13
მხარდაჭერაში რას გულისხმობ? სად ნახეთ მხარდაჭერა? ის რო არავინ არ უნდა ჩაგრო და ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები ეს მხარდაჭერაა? მეც ვემხრობი ამ იდეას რომ არ უნდა იჩაგრებოდეს არავინ და რა თქვენი აზრით ამით მხარს უჭერ ჰომოსექსუალიზმს? ჯერ გაერკვიეთ ამ კაცის საქციელში და მერე აკრიტიკეთ
Giorgi
10 სექტემბერი 2018 12:02
13
გურამ მიუხედავად ჩემი ანტისიმპატიისა სოდომ-გომორის მომხრეების მიმართ,შენი სიტყვებისა და ქცევის გამო მაინც ძალიან მიყვარხარ.ყველანი უბრალო მოკვდავები ვართ და შესაბამისად შეცდომებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია.წარმატებები გურამ.დაცვაში ნამდვილი გაუვალი კედელი ხარ.
ბასკეტი
10 სექტემბერი 2018 10:26
7
გურამი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
გუგა
10 სექტემბერი 2018 09:53
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული