გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

მატჩი, გარდა საფეხბურთო მნიშვნელობისა, ყურადღების ცენტრში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამოც მოექცა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ქართველმა მცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ამით ბედნიერია.

"ძალიან ბევრნი ვართ ერთად და უამრავი მხარდამჭერი გვყავს. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინიც კი, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან, თუ შეიძლება ასეთი რამის თქმა. არავისზე ნაწყენი არ ვარ, არავისზე ცუდი არ მითქვამს და არც
ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რასაც ჩემზე ამბობენ, მე პოზიტიური ადამიანი ვარ", - განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კომენტარი გიორგი ქვილითაიას ტრავმაზეც გააკეთა:

"ქვილითაიას რაც შეეხება, გუშინ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ჩვენთვისაც შოკისმომგვრელი იყო, რაც, ალბათ, თამაშზეც აისახა, მაგრამ გიორგი მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი შემხვედრია, ის უმაღლესი დონის სპორტმსენია. მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ". 

ამ გამარჯვებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდი თბილისში ანდორას უმასპინძლებს.

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
გურამ, რასაც მოედანზე გიყურებ შენი თამაშით და მოქცევით ნამდვილი ვაჟკაცი და საკაპიტნე კაცი ხარ. პატივისცემასაც ალალად იმსახურებ. მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია, ამ სოდომის და გომორას ცოდვაში ჩამდგრებს შენისთანა ვაჟკაცი ქართველი რატომ უჭერ მხარს? შენს მაგალითზე ხომ ჩვენი შვილები იზრდებიან!!!
G.A.L.
10:49 10-09-2018
11
გურამ,ის ხალხი,ჩემი ჩათვლით,შენს წინააღმდეგ კი არ არის,არამედ შენი საქციელისა.შენ კი მაგ საკითხში არა თუ სინანული გეტყობა,არამედ გიხარია კიდეც რომ ბევრი მხარდამჭერი გამოგიჩნდა.უბედურებაც სწორედ ეგ არის,რომ საქართველოში უკვე ბევრია მაგ საქმის მიმდევარი.იმედია მომავალში მაინც მიხვდები შენს შეცდომას,მაგრამ არ გისურვებ ეს შენს შვილებზე გამოსცადო.ღმერთმა გაგიმარჯოს ფეხბურთში და სხვა ყველა საქმიანობაში,მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლგპტ პროპაგანდაში,მაგ საკითხში გისურვებ ყველაფერი უკუეფექტით მოგიბრუნდეს.
სოსო
11:08 10-09-2018
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული