ანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია

AutoSharing Option
ანდორას ნაკრებმა ერთა ლიგის სტარტზე ლატვიასთან და ყაზახეთთან სენსაციურ ფრეს მიაღწია და რა გასაკვირია მისი მწვრთნელის, კოლდო ალვარესის სიხარული.

"ყაზახეთი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, ჩემი აზრით, ყაზახეთი საქართველოზე უფრო ძლიერიცაა, ასტანაში ჩატარებულმა მატჩის შედეგმა შეიძლება ზოგიერთი შეცდომაში შეიყვანოს. ხვალ მაგრად უნდა ვითამაშოთ, რათა ნამდვილ ნაკრებად ვიწოდებოდეთ, შემდეგ კი იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან", - განაცხადა ალვარესმა ყაზახეთთან შეხვედრის წინ.

ყაზახეთთან ნამატჩევს კი მან აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრიათ, დამსახურებულად მოპოვებულმა ქულამ გაახარა, მათმა დაცვამ ივარგა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გაუიოლათ საქმე.

მისი
თქმით, უკვე კარგი გუნდი ჰყავთ და კიდევ შეუძლიათ ქულების მოპოვება.

საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და ვნახავთ, მართლა შეუძლიათ თუ არა ანდორელებს კიდევ ქულების მოპოვება.

altსაქართველო-ანდორას მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

alt ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 39 /
დაცვა: ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია, კაკაბაძე
შემტევი ნახევარდაცვა: ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, ვაკო, ოქრი
საყრდენები: კანკავა, გვილია, კვეკვესკირი (ძირითადში 1 ან 2)
თავდასხმა: ????? ალბათ უნდა დავაყენოთ ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძე, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობისას გაუცვლის პოზიციას ნებისმიერ შემტევ ნახევარმცველს.
პერსპექტივაში გვყავს: ჯანო, ქვილითაია, არაბიძე, აბურჯანია, მჭედლიძე, ხოჭოლავა,კიტეიშვილი.
მინდია
13 სექტემბერი 2018 11:45
7
პატივისცემის მიუხედავად კვეკვესკირის, გვილიასი და პაპუნაშვილისა, როცა ჯანო გყავს უბრალოდ დანაშაულია ზამენაზე გყავდეს.
giga
13 სექტემბერი 2018 14:58
1
მაგათ დაამატე ვაშაძე, ბაქრაძე, ნათელაშვილი, ზურაბიშვილი და აგვიღია თასი და ეგ არი.
martlaaa
13 სექტემბერი 2018 11:53
8
ეტყობა ყაზახურ მოსაწევს გულისხმობდა. შეეშალა დიდი ამბავი, გადააყოლებენ კაცს ერთ პაპიროსს.
ჰაჰა
13 სექტემბერი 2018 11:21
0
გენაცვალე ძმაო..... ჯიგარი ხარ.....
elgvisa
19 სექტემბერი 2018 09:56
0
რას ერჩით ხალხო ამ კაცს,ტყუილი რა თქვა?ყაზახები ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან.ჩვენ მაგათ ტოლი სირბილი და ჭიდაობა,ნამდვილად არ შეგვიძლია,მაგრამ ხერხი სჯობია ღონესაო და ეს ხერხი და ტვინი,გიორგი ჩაკვეტაძეს,ერთ კაცს აღმოაჩნდა,ყაზახეთის ნაკრების საკმარისი.ორი ტანკი ყოველთვის არ სჯობია ერთ ტანკს.შევხვდებით მაგათაც და იქ გამოჩნდება,ვინ ვის აჯობებს.მანამდე კი ილაპარაკონ.ფეხბურთელების მაგივრად, ჩვენ ნუ დავიწყებთ ტრაბახს, ჩვენი ჟურნალისტებივით.ჩაკვეს გარდა,ცხვებიც გვყავს შემქმნელები და ისინი მიხედავენ ამათ,თავიც დროზე.
სოსო
13 სექტემბერი 2018 10:40
1
ზედმეტად ემოციურობა-ნერვებს გვიშლის და ცდილობს ჩეენი მინუსი გამოიყენოს, თუმცა მოტივაცია კიდევ უფრო გვეზრდება და მჯერა გავაპობთ ანდორას. როგორც იტყვიან - ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ვართ და დავხვდეთ!
ლაშა
13 სექტემბერი 2018 09:49
0
მართლა ვაი შენ..თბილისიდან გადებული,რომ წაასხამ შენს ჯოგსს...
ვაი შენს პატრონს
13 სექტემბერი 2018 09:48
0
რა პრობლემაა, კარგია რომ ესე ფიქრობს. ჩვენ ხომ ვიცით ჩვენი რეალური შესაძლებლობები, ესთი შეფასება უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ბიჭებს, რომ ანდორის ამბიციებს ცივი წყალი გადაასხან.
რაც შეეხება ყაზახეთის ნაკრებს, ფიზ. მომზადების გარდა სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ გუნდს არ გააჩნია, არა მგონია ლატვიასთან გაიმარჯვონ, საკმაოდ კარგად არიან ისინიც ფიზიკურად მომზადებული.
WTF
13 სექტემბერი 2018 09:23
0
აუ ესენი უნდას დავარჭოთ თბილისში 7-0 !!!
შოთა
13 სექტემბერი 2018 09:21
0
ხალხო, რა გიკვირთ? ყაზახეთთან უკვე გააგორეს ფრე და ახლა თავს იგულიანებენ ჩვენთან მატჩის წინ. არ იციან, ეტყობა, აღმოსავლური ანდაზა: "რამდენიც არ უნდა იძახო "ხალვა", პირში სიტკბოს მაინც ვერ იგრძნობო"! ასეა მაგათი საქმე!
N
13 სექტემბერი 2018 08:20
2
პაპუნაშვილმა დეპორტივოს შეუგდო დააყენონ ეს კაცი ძირითადში რით ვერ გამონახეს ადგილი
912
13 სექტემბერი 2018 06:42
1
ყველამ ნახა თუ როგორ გაგვიჭირდა ლატვიის ნაკრებთან თამაში.იგივე ლატვიამ სახლში
ვერ მოუგო ანდორას.არა ძმობილო ფეხბურთი ადრე რომ იყო ისე არ არის.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 04:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული