გიორგი ლორია: მინდოდა, თამაში ისევ სამარაში გამეგრძელებინა, თუმცა ხდება ხოლმე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ რუსული "კრილია სოვეტოვი" დატოვა.

მან აწ უკვე ყოფილი კლუბის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ამ კლუბის წევრობა დიდი პატივი იყო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სამარელ გულშემატკივარს, ფეხბურთელებს და რა თქმა უნდა, მთელ გუნდს. აქ ორი წლის განმავლობაში ვითამაშე და მინდოდა, თამაში ისევ სამარაში გამეგრძელებინა, თუმცა ხდება ხოლმე... აქ თავს კარგად ვგრძნობდი. მინდა, "კრილია სოვეტოვს" წარმატება ვუსურვო. იმედია, გაართმევენ თავს იმ ამოცანებს, რაც აქვთ და მაღალ საფეხურებს მიაღწევენ" - განაცხადა გიორგი ლორიამ.

რუსული კლუბის დატოვების შემდეგ
ქართველი მეკარე უგუნდოდაა. მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია სხვა კლუბს შეუერთდეს.

გიორგი ლორია სამარელებს 2015 წელს "ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული