"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე მოსკოვის "დინამოდან" იჯარით სამარის "კრილია სოვეტოვში" გადაბარგდა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

"ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. "კრილია სოვეტოვი" არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

ეს ჩემთვის გარდამავალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯია. აქ ვარ იმისთვის, რომ კლუბს სარგებელი მოვუტანო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბით. ცალ-ცალკე ყველამ აღნიშნა, რომ სამარა
საფეხბურთო ქალაქია და გულშემატკივრებს თავიანთი კლუბი უყვართ", - თქვა გაგნიძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გეთანხმები ძმაო, ძალიან დიდი ისტორიის მქონე გუნდია კრილია, მარტო ის ლიგის ფინალი რად ღირს ბაიერნს რო ბოლო წუთზე 2 გოლი რო გაუტანეს.
ან 1963 წელს დისტეფანოს რეალი რო გაანადგურეს, ან შორს სად მიდიხარ, შარშანდელი სეზონი აიღე, გადაუარეს მთელ ევროპას.

პ.ს. ხუმრობა შენ დაიწყე ძმაო, მე არ დამაბრალო))) შუტკა შენ გამოხსენი პირველი
მეგრელი
03:47 22-02-2025
0
იქ წადი,აქ წადის შანსი ექნება თუ იყიდის რომელიმე ევროპული გუნდი,მაგრამ მოსკოვის დინამოში რომ ხარ და იქედანაც სადღაც გაგანათხოვრებენ ვინ გიყიდის?რჩება კონტრაქტის დასრულება და თავისუფალი აგენტობა,მაგ შემთხვევაშიც თუ შესთავაზა რომელიმე ნორმალურმა გუნდმა მისაღები პირობები წავა თუ არა და როგორც ქართველი დეიდა-ბიცოლები,მოეწყობა სადმე სამუშაოდ,ვგულისხმობ საერთოდ რომ არ გაგვიგია ისეთ გუნდს!
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
21:40 21-02-2025
1

სიახლეები პოპულარული