საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომავალ კვირას გერამნიაში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, 21 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 23 სექტემბერს გაემგზავრება. 24 და 25 სექტემბერს გერმანიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა)
წინა ხაზი: შოთა