უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მომდევნო ტურებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და მალე საქართველოს ნაკრები შეკრებასაც დაიწყებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს და 16 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება.

არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა სურს და ლატვიაში წასვლასაც არ დაიშურებს. ამ სტატიაში კი შევეცდებით, მაქსიმალურად იაფი მარშრუტი წარმოგიდგინოთ.

1. მგზავრობა

ფრენისთვის იდეალური აეროპორტი კოპიტნარია, 14 ოქტომბერს, 10:40 წუთზე, რიგის მიმართულებით ქუთაისიდან რეისი მიფრინავს, რომლის ღირებულება ამ დროისთვის 168 ევროა. 

2. სასტუმრო
გამომდინარე იქიდან, რომ სამი ღამით გიწევთ ქვეყნიდან გასვლა, თუმცა წამოსვლისას ღამით ადრე
რიგის აეროპორტში უნდა იყოთ, რეალურად ორი ღამით გიწევთ სასტუმროს დაჯავშნა.
  • ჰოსტელების ღირებულება 5 ევროდან იწყება
  • სასტუმროების და აპარტამენტების ღირებულება კი - 15 ევროდან. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, თუ რამდენიმე ადამიანი მიდიხართ, სასტუმრო უფრო იაფი დაგიჯდებათ.
Sportall.Ge

3. კვება
საკვების ფასებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, ლატვია არ არის ის ადგილი, სადაც ამ მხრივ ცხოვრება ძვირი დაგიჯდებათ. თუ სახლის პირობებში კვებას ან სწრაფ კვებაზე შეაჩერებთ არჩევანს, დღეში 10 ევრო გეყოფათ.

თუ კაფეებსა და რესტორნებში გადაწყვეტთ საკვების მირთმევას, ყველაზე იაფი ვარიანტი 15-დან 20 ევრომდე დაგიჯდებათ სრული დღე.

Sportall.Ge

4. შიდა გადაადგილება
Sportall.Ge

რიგაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 1.15 ევრო ღირს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სამი დღის ვალიდური ბილეთი, რომელიც მხოლოდ 10 ევრო დაგიჯდებათ. რიგაში მოძრაობს: ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, ექსპრეს ავტობუსი და ღამის ავტობუსი.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რიგა საკმაოდ ლამაზი ქალაქია და თითოეული უბანი გამორჩეულია, ფეხით გადაადგილებას გირჩევთ.

Sportall.Ge

5. მატჩზე დასასწრები ბილეთი
ლატვიელები საშინაო თამაშებს "დაუგავას სტადიონზე" მართავენ, რომელიც 10 000-ზე ცოტა მეტ ადამიანს იტევს. საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთი 4.90 ევროდან 15 ევრომდე ეღირება.

Sportall.Ge

6. ჯამი
საერთო ჯამში, თუ ყველაზე იაფ ვარიანტს აირჩევთ და მითითებულ თანხებს შევკრებთ, 220 ევრო ყველაფრისთვის საკმარისი უნდა გამოდგეს. სხვა შემთხვევაში კი, თქვენს სურვილზეა...

altვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
https://wizzair.com/ru-ru#/booking/select-flight/KUT/RIX/2018-10-14/2018-10-17/1/0/0/0/null

ექსპერტობას რომ იჩემებთ ჯერ შეგემოწმებინათ. ქუთაისიდან რიგაშიცაა პირდაპირი რეისი და 413 ლარი ჯდება 2 გხა.
ქომაგი
20:27 04-10-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული