ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.
"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".
შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.
ან რა ოქრიაშვილი-ანანიძე არიხარჯებიანო?? ოქრიაშვილს გინახიათ როდესმე თავი დაეზოგოს და დაცვაში ჩასვლა დაზარებოდეს??
რაც შეეხება უშუალოდ არაბიძეს:
1. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია
2. პრობლემები ქონდა შახტარში, თავისდროზე 19 წლამდელში ყიფიანთან, ეხლა ეროვნულში და პლიუს ვერხვდება პორტუგალიის აუტსაიდერი გუნდის სასტავში.
3. ესეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელს როცა სადაც კი მივიდა ყველაგან პრობლემები შეექმნა, რატო გგონიათ რომ სულ სხვისი ბრალია??
Kaxa
მარტივად გეტყვი, არაბიძე კი არა ბევრად დიდი ფეხბურთელები ჩაყავთ ბევრად დიდ გზაზე და არათამაშებენ, თუმცა ეს არაძლევთ მათ უფლებას პანიკებში ჩავარდნენ!! გუნდი არის პირველი, ფეხბურთელი კი უნდა დაელოდოს თავის შანსს!!
თუ თავი გაქვთ დაელაპარაკეთ და დააყენეთ გზაზე. ჯერ პატარაა და ახლა უნდა გვერდში დგომა. არ ვამბობ ნაკრების ინტერესები უნდა შეეწიროს არაბიძესთქო. უბრალოდ თვენგან მხოლოდ მისი გაგდება ჩანს და არა დარიგება. გააგდეთ საქმე მოგვარდა! ყოჩაღ!