ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ლევან შენ ეს კომენტარი არ უნდა გაკეთებინა, კეთილი ინებოს და ნაკრების მწვრთნელმა ახსნას რა სიტუაცია არაბიძესთან მიმართებაში!! მართლა ნიჭიერი ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ ეტყობა რაღაც ხასიათშია პრობლემა, რომელსაც იმედია გამოასწორებს. ეტყობა ძირითადში რომ არ თამაშობს მაგაზე არის აჭრილი და ამიტომ იქცევა ეგრე, ეგრე ხოჭოლავა მაგაზე ნაკლები ფეხბურთელი არაა მაგრამ ელოდება თავის შანსს რომ ითამაშებს. შენი ქვეყნის ერონვული ნაკრების სათადარიგო სკამზე ჯდომაც კი პატივი უნდა იყოს ფეხბურთელისთვის!!!
zaza
07 ოქტომბერი 2018 21:50
1
ეგ ისედაც ვიცით ბატონო ლევან რო არაბიძე არაა გამოსაძახებელი ზარმაცი უქნარა და უდისიპლინოა . უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს მივხედოთ სჯობია . )))
levans
07 ოქტომბერი 2018 20:03
7
მართალია ! არ არის გამოსაძახებელი და არც გამოიძახეს. ამაზე განცხადება წესით მწვრთნელმა უნდა გააკეთოს. არ არის საჭირო ამაზე ყურადღების გამახვილება და პრეზიდენტი ჯობია უფრო სხვა პრობლემებზე საუბრობდეს
)))))
08 ოქტომბერი 2018 00:58
0
სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო!
N
07 ოქტომბერი 2018 20:22
0
ამ ბიჭს მამა არ დაეღუპა ახლახანს? იქნებ მოფერება ან ყურადღება უნდა? ცოტა შედით ხანდახან ადამიანის მდგომარეობაში. ბოლოს მახსოვს მოლდოვასთან მაგრად უბერა. თუ წლებია უკვე ცუდად იქცევა, გასაგებია, მაგრამ ხან იქნებ რა მდგომარეობაშია ადამიანი.
Odala
07 ოქტომბერი 2018 23:32
8
კობიაშვილს შეიძლება ესე ხმამაღლა არუნდა ეთქვა, მაგრამ უკვე სხვა კუდები ედებოდა ამ ყველაფერს და განმარტება საჭირო იყო! გუნდზე მაღლა კი არცერთი ფეხბურთელი არდგას! არაბიძე კი არა რონალდუ დარბის დოღის ცხენივით და მესი ჩადის დაცვაში, მაგას როგორ აპრავებთ საერთოდ??
ან რა ოქრიაშვილი-ანანიძე არიხარჯებიანო?? ოქრიაშვილს გინახიათ როდესმე თავი დაეზოგოს და დაცვაში ჩასვლა დაზარებოდეს??
რაც შეეხება უშუალოდ არაბიძეს:
1. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია
2. პრობლემები ქონდა შახტარში, თავისდროზე 19 წლამდელში ყიფიანთან, ეხლა ეროვნულში და პლიუს ვერხვდება პორტუგალიის აუტსაიდერი გუნდის სასტავში.
3. ესეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელს როცა სადაც კი მივიდა ყველაგან პრობლემები შეექმნა, რატო გგონიათ რომ სულ სხვისი ბრალია??

Kaxa
მარტივად გეტყვი, არაბიძე კი არა ბევრად დიდი ფეხბურთელები ჩაყავთ ბევრად დიდ გზაზე და არათამაშებენ, თუმცა ეს არაძლევთ მათ უფლებას პანიკებში ჩავარდნენ!! გუნდი არის პირველი, ფეხბურთელი კი უნდა დაელოდოს თავის შანსს!!
Giorgi
07 ოქტომბერი 2018 23:10
1
მოსატანი არ მოიტანა თუ რა ხდება?! ვარჯიშზე თუ არ აქტიურობდა არ ნიშნავს, რომ მერებაშვილს, კაჭარავას და ქვილითაიას არ ჯობია. ასათიანიც ასე მოიძულეს თავის დროზე და დაანებებინეს თამაში.
Marco
07 ოქტომბერი 2018 20:58
25
ხალხნო კომენტარი ქვეყნდება დაწერიდან 1 ან 2 საათში ასევე ვიდეოებს არ აქვს ხმა , გამოასწორეთ ეს პრობლემები გთხოვთ . შეიძლება მობილურით რომ შემოვდივარ მაგის ბრალია მაგრამ აშკარად საიტის ხარვეზებია ერთიც და მეორეც )))
saits yuradgebit!!!
07 ოქტომბერი 2018 20:05
0
რა გინდა, ვიღაცა ხარ, გაგვაგებინე. წერა ისწავლე და მერე წერე კომენტარები.
Status quo
07 ოქტომბერი 2018 20:48
1
არ დააკლდება დიდად ნაკრებს. თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს ეტყობა, არადა ნაკრებში მის პოზიციაზე მინიმუმ 3 ფეხბურთელი ჯობია.როცა ნაკრებში ხარ და პრეტენზია გაქ ძირითადში რატომ ვერ ხვდები, იმასაც უნდა აცნობიერებდე რო კონკურენტებზე უკეთესი უნდა იყო და თუ არ ხარ,იმუშაო შენ თავზე და დაწინაურდე.ოქრიაშვილი კიდე არაბიძეს ბევრად ჯობია
მიხეილი
07 ოქტომბერი 2018 21:29
5
ბატონო დავით რა პოზიცია მიუჩინეთ ამისთანა, სადაც არაბიძეზე უკეთესი სამი გყავთ? თავდამსხმელების სიდუხჭირის დროს ლატვია-ანდორის მსგავსად დაცვაში მდგარი გუნდების გატეხვისას ზუსტად არაბიძის მსგავსი სჭირდება ნაკრებს თავდასხმაში.
emigranti
07 ოქტომბერი 2018 22:10
3
ნაკრებიდან გაგდება გამოსავალია?
თუ თავი გაქვთ დაელაპარაკეთ და დააყენეთ გზაზე. ჯერ პატარაა და ახლა უნდა გვერდში დგომა. არ ვამბობ ნაკრების ინტერესები უნდა შეეწიროს არაბიძესთქო. უბრალოდ თვენგან მხოლოდ მისი გაგდება ჩანს და არა დარიგება. გააგდეთ საქმე მოგვარდა! ყოჩაღ!
გიორგი
07 ოქტომბერი 2018 23:53
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული