ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
ვულოცავ ბიჭებს მარა ეს ჯერ ნახევარი საქმეა და წინ ორი მთავარი თამაში აქვთ პლეიოფი და ფინალი. აი იქ უნდა დაამტკიცონ რო მათი ადგილი ევროპაზეა.ისე გამიხარდა ც დივიზიონში ასვლა. კარგი საშუალო ევროპული დონის გუნდებთან ნათლად გამოჩნდება რა შეგვიძლია.
qutaiseli
17 ოქტომბერი 2018 10:52
1
ზოგი როგორი გამწარებული წერს კომენტარს, საშინლად არ უხარია წარმატება, მაგრამ ამის გაგება ძალიან ადვილია , იმიტომ რომ თქვენ ალბათ, ქართველებს რო ყიდდნენ, ქვეყანას ღალატობდნენ და საუკუნეები იყვნენ ამ შავი ბიზნესით დაკავებულები,აი იმ ქართველების შთამომავლები ხართ!! უეჭველი!!! ჩვენივე პრობლემების გამო მოვხვდით ამ დონეზე და დავამტკიცეთ, რომ მად ჩვენი ადგილი არაა!! ჩვენ ქვეყანაში ამდენი ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო სულ სხვა დონეზე იქნებოდა ფეხბურთიც და ჩოგბურთიც...
Vasili
17 ოქტომბერი 2018 10:44
3
ადრე დვალიშვილი მყავდა ამოჩემებული და ეხლა მერებაშვილზე გადავერთე. ასე მკარნახობს ინტუიცია და რა ვქნა. როგორც მახსოვს 7-8 შეცდომა დაუშვა (არაზუსტი პასი, ბურთის დაკარგვა და ა.შ) და ეს ძალიან ბევრია უარყოფითი შედეგისთვის. დანარჩენებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. გილოცავთ გამარჯვებას!
!
17 ოქტომბერი 2018 10:39
3
თამაში მომეწონა, კარგი იყო... გილოცავთ
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2018 10:22
0
პირველ რიგში ყველას გილოცავთ გამარჯვებას.მეორე-ვინ არის ეს ვითომ ღადავისტი ვინმე გიორგი?სრულიად სპორტალ.გე-ს მკითხველებს რომ შეუჭამა ტვინი გელა ნუგზარაშვილზე წერით?ეტყობა მაგრად ეწევა.ადმინ რომ დაბლოკოთ არა???
რუსლანი
17 ოქტომბერი 2018 10:16
4
ოქრი და ჯანო ფორმას აკრეფენ და მართლა მაგარი ნაკრები გვეყოლება, გილოცავთ ყველას!!!
gurika
17 ოქტომბერი 2018 10:04
0
გილოცავთ ძმებო გამარჯვებას!პროგრამა მონიმუმი წარმატებით შევასრულეთ და ახლა მაქსიმუმზე უნდა გავიქაჩოთ.ზოგიერთები სწერდნენ,ჩვენს ნაკრებში არ იგრძნობაო სილაღე.ამ თამაშის შემდეგ,მე მგონია ეგ საკითხიც მოიხსნა,ნაკრებს თავიდან ბოლომდე ეტყობოდა შინაგანი რწმენა იმისა,რომ მეტოქეზე ძლიერია და ჩაკვეს გოლი სწორედაც რომ სილაღის გამოხატულება იყო, კიდევ სხვა მომენტებთან ერთად.წარმოიდგინეთ ახლა ჩაკვე,ჯანო და ოქრი სრულ ჯანზე...რისი გაკეთება შეეძლებათ,პლიუს ვაკო,გვილია,კვეკვე და თუნდაც კანკავა,რომელსაც თურმე არ დავიწყებია შეტევაში ჩართვა და გოლის გატანა.ცენტრალური თავდამსხმელის გარეშეც კი საკმაოდ საშიშად მოჩანს ჩვენი ნაკრების შემტევი პოტენციალი, ც ჯგუფისათვისაც.მერებაშვილს ასე არ გავაკრიტიკებდი,ჯერ ერთი პენალტი მან გამოიმუშავა და ვერ გამოყენება მისი ბრალი არაა,მეორეც ის,რომ საკმაოდ აქტიური იყო,მაგრამ კაკაბაძესთან ურთიერთგაგება და შეთამაშება აკლდა აშკარად,ამის გამო იკლებდა მათი სიმწვავე და ამის გამო იყო დაკარგვებიც.ლაშა დვალს ალბათ შეეძლო შეტევაში უფრო აქტიურად ჩართულიყო,თუმცა ჩაკვეს დამხმარე მგონი სულ არ სჭირდებოდა.ამ ბიჭის დიდებულ გოლზე აღარაფერს ვიტყვი,მისმა სანტიმეტრებში გამოზომილმა საგოლე პასმა გვილიაზე და კიდევ ორ სამ მომენტში,თანაც მოსახერხებლად დატრიალებულმა,ყიფიანის პასები გამახსენა.მართალია აქ ერთერთი გულშემატკივარი,როცა სწერდა,რომ ეს ან გაქვს,ან არა გაქვსო.ამას ვერ ისწავლი,ეს შენში უნდა იყოს.მოკლედ ჩვენი ნაკრები უკვე ყალიბდება თავისი სახის და სტილის მქონე ნაკრებად,რომელმაც იცის რა უნდა და როგორ უნდა გააკეთოს,რომელსაც ფიზიკური მომზადების დონე შეუდარებლად მაღალი აქვს,ვიდრე თუნდაც შარშან(თუმცა ეს მაინც იმის შედეგი უფრო მგონია,რომ ახლა ლოგიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ამის გამო გაცილებით ნაკლებ ძალას ხარჯავენ უსარგებლო მოძრაობებზე).გასაგებია,რომ მომავალში გაცილებით უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს ბრძოლა,მაგრამ ჩვენც ვიზრდებით და თანაც საკმაოდ სწრაფად.ასე რომ წინ,უკეთესი მომავლისაკენ.
პ.ს.სომხეთ მაკოდიბიის მატჩს ვუყურე,სომხებმა 4-0 მოიგეს.მაკედონიას თითქოს კარგი მეკარე ჰყავს,მაგრამ ეს თამაში სრულად ჩააგდო.ეტყობა სტაბილურობაში მოიკოჭლებს.მე ბელორუსის თამაში უფრო მომეწონა,თუმცა მათ გოლის გატანა უჭირთ.ყოველ შემთხვევაში მოლდავეთთან ორ თამაშს ვუყურე და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,ეგ კი არა,მინსკში მოლდაველები უფრო უტევდნენ,რადგან გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ და კარგი,ტემპიანი თამაშებიც ჰქონდათ ორივეჯერ.
სოსო
17 ოქტომბერი 2018 09:43
2
!-ს.რა თქმა უნდა ეს არ იყო მერებაშვილის საუკეთესო მატჩი,მაგრამ ბიჭს თავი არ დაუზოგავს და ასე ხელაღებით კაცის გათათხვა ნამდვილად არ მომწონს.კაკაბაძესთან კი ნამდვილად ჰქონდა შეთამაშების პრობლემა,კაცი ერთ მხარეს გარბოდა,პასი კი სხვაგან კეთდებოდა და ეს ტექნიკური წუნი კი არ იყო,არამედ სიტუაციის სხვადასხვანაირი შეფასება.ამის წამალი დიდხანს ერთად თამაშია და სწორედ ამიტომ გამოვესარჩლე გიორგის.იმედია დამეთანხმები მოტივაციაში.საერთოდაც არ მომწონს,როცა ასე ხელაღებით მოითხოვენ გააგდეთ,მოაშორეთ,მაგის დრო გადავიდა და ასე შემდეგ.როცა კაცი იბრძვის და თავს არ იზოგავს,მის ასე გამეტებას ვერასოდეს დავეთანხმები.
სოსო
17 ოქტომბერი 2018 11:58
0
ყველაფერში გეთანხმებით მერებაშვილის შეფასების გარდა. ერთი გამოიმუშავა და რვა დაკარგა. ამიტომ ერთი დისლაიქი ჩემგან:)
!
17 ოქტომბერი 2018 10:54
1
ადმინ დაბლოკე ეს ტვინის ბურღი გიორგი(გელა ნუგზარაშვილი) :)) სამარცხვინოა ვიღაცაა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ალბათ ცდილობს პოპულარული გახდეს და მერე რომელიღაც შოუში მიიწვევენ :D:D
შოთა
17 ოქტომბერი 2018 09:41
3
ცენზურას ითხოვთ?
kote
17 ოქტომბერი 2018 10:39
1
გუშინ კომენტარი დავწერე არ გვინდა თავდამსხმელებით თამაში მეთქი და გამლანძღეს ქვილითაიას და კაჭარავას ძმაკაცებმა.
შეტევა
17 ოქტომბერი 2018 09:19
1
გილოცავთ ყველას გამარჯვებას და ჯგუფიდან გასვლას.ჩაკვეტაძე არის მსოფლიო ტალანტი გიომ რომ არ მოუკლოს და ასე გააგრძელოს პროგრესი მსოფლიოს ვარსკვლავი გახდება, ყველაფერი მის სასიკეთოდ არის ასაკი გალანტი და ქვეყანა სადაც თამაშობს. მერებაშვილს რაც შეეხება მეც არ მომწონს მისი თამაში კაცს ვერ ატყუებს ორ მეტრში ზუსტი პასი ვერ გაუკეთებია, ერთი რაზეც არის სასარგებლო დაცვას ეხმარება მაგრად კაკაბაძე შეტევაში რომ არის კარგად აზღვევს
ზიზუ
17 ოქტომბერი 2018 09:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული