ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, სადაც
უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის. "

P.S ქართველი ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვლადიმირ ვაისს აღარ დავუსვით კითხვები, რადგან შედეგით ყველაფერი ნათქვამია, სლოვაკ სპეციალისტს მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ. 

ვლადიმირ ვაისმა კი საპასუხოდ განაცხადა: "მე ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობდი თბილ დამოკიდებულებას, ამავდროულად ქართველი ხალხისგან და ეს არის საერთო წინსვლა, ეს არის ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან კარგი შედეგია! დანარჩენი შეხვედრებიც ასე უნდა ჩავატაროთ, რომ 100%-იანი მაჩვენებლით დავამთავროთ ჯგუფის თამაშები. ნახევარფინალიც და ფინალიც მოსაგებია. მეიმედება იმ ფეხბურთელების, ვინც ჯერ ნაკრებში არ გამოუძახიათ - ხარაიშვილი და
ლობჟანიძე ვაისის ყურადღებას მიიქცევენ!
მერაბი
17 ოქტომბერი 2018 09:32
1
ლობჟანიძე ყავდა გამოძახებული ნაკრებში.
semi
17 ოქტომბერი 2018 11:30
3
ძვირფასო 444,
ასე რამ გაგაღვარძლიანა?
მერე რა, თუ გიბრალტარმა მოგიგოთ და ჩიპოლინომ შეგიგდოთ გოლი?! ახლა ხო მოიგეთ 4-0! კარგია რომ მოიგეთ.
ცუდია ის რომ შენი გვარის დაბოლოების გამოჩენის გერიდება. მე ძე-ზე დაბოლოებული გვარი მომწონს და არასდროს ვმალავ. ერთი იცოდე, ჩვენ რაც არ უნდა დავჩაჩანაკდეთ, თქვენ ფეხბურთში ვერსოდეს ვერ გვაჯობებთ.
გარდაფხაძე
17 ოქტომბერი 2018 10:21
2
გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი,რომ ბიჭებს ამ ტურშივე უნდა დაესრულებინათ ყველაფერ,რომ მერე მეთქვა, საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა. ეს არის პასუხი იმ ხალხისათვის,რომლებსაც კრიტიკის მეტი არაფერი გამოუხატავთ ჩვენი ნაკრების მისამართით.ახლა იძახეთ ფრაზები: "რაგბს მიხედეთ და ფეხბურთი დაივიწყეთო", "ფეხბურთი მოკვდა საქართველოში" და ა.შ. რაგბისტების არ იყოს ფეხბრთელებსაც შეუძლიათ თავისი დონის და მათზე დაბალი დონის გუნდების დამარცხება,მაგრამ ერთი განსხვავება,ფეხბურთელები მათზე ძლიერებსაც უგებენ. ის,რომ მორაგბეები გადიან მსოფლიოზე,ეს რაგბის,როგორც არამასობრივი სპორტად ყოფნის ბრალია და არა იმის რო ჩვენ ვართ ძლიერები. მორაგბეებმა დაამარცხონ ისეთი მეტოქე,როგორიც ფეხბურთში ესპანეთია და მერე მელაპარაკეთ. გილოცავთ ყველას,განსაკუთრებით "ქომაგებს" და "ჯვაროსნებს",წინ ბევრი გამარჯვებები იქნება და ჩვენ როგორც ყოველთვის ერთად ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა ყველა ფეხბურთელს და არ მოდუნდეთ ბიჭებო,წინ ბევრი სამუშაოა. ნახევარფინალი,ფინალი და ევროპაზე კარგი ასპარეზობა,არავის ათქმევინოთ,რომ ტურისტებად არიან ჩამოსულებიო. ხო მართლა,ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს ის იყოს პუტინი.
სხვათა თუთაშხია
17 ოქტომბერი 2018 08:29
18
თავში და ბოლოში კარგია და ლაიქი,შუაში კი ძალიან ცუდია და დიდი დისლაიქი.რაგბისაკენ ქვების სროლა ფეხბურთს ვერაფერს შემატებს,რაგბის თამაში კი გაცილებით უფრო ძნელია,ვიდრე ფეხბურთისა და შენზე ძლიერთან გამარჯვება შემთხვევის წყალობით,პრაქტიკულად შეუძლებელი.
სოსო
17 ოქტომბერი 2018 12:11
0
რაგბს არაფერს ვერჩი,პირიქით ვგულშემატკივრობ ბიჭებს და ყველა სპორტის სახეობას,მიყვარს თუ არა,მაინც ვუყურებ ქართველის ხათრით და ემოციებს არ დავაკონკრეტებ. ახლახან მთელი უბანი გავაბრაზე,როცა ბასილაშვილმა დელპოტრო დაგდო და თასი ასწია. რაგბზე გავამახვილე ყურადღება,რადგან ხშირად მსმენია ქვის სროლა ფეხბურთელების მისამართით და ეს არის მიზეზი,რატომ დავწერე ეს.საერთოდ,ნაკლებად ვინტერესდები მოეწონებათ თუ არა ჩემი კომენტარი,რადგან მე ჩემს აზრს გამოვთქვავ. ადრეც მინდოდა იგივეს დაწერა,მაგრამ ეხლა შესაფერისი მომენტი იყო. ეს ყველას არ ეხებოდა რაღა თქმა უნდა. ეს იმ ხალხს მივმართე,რომლებიც გაჰვიროდნენ ფეხბურთი გავაუქმოთო. ფეხბურთი არის და იქნება ყველაზე მასობრივი სპორტი და ჩვენ კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ.ამაზე არ გავჩერდებით,რადგან ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. პრობლემები არის მაგ. ყველა თამაშში მოედნის ცენტრში სივრცეები რჩება და სხვა დროს ამისათვის დავისჯებით,მაგრამ ამასაც ეშვველება. უბრალოდ ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნულში მწვრთნელებს მეტი დრო უნდა მიეცეს,უარი უნდა ითქვას მყისიერ შედეგზე და ყველაფერი გამოვა.
სხვათა თუთაშხია
19 ოქტომბერი 2018 11:47
0
მართლა მაგარი მომატებული აქვს ჩაკვეტაძეს ყოჩაღ.ეხლა მთავარია არ გაჩერდეს...სხვათაშორის წინა თამაშში კვიტეიშვილსაც მომატებული აქვს ფიზიკაში და მეტოქესთან ბრძოლაში...კარგია ასე თუ ისე ევროპულ გუნდებში რო თამაშობენ...
კახა ქირია
17 ოქტომბერი 2018 03:30
0
ჩაკვეტაძე სწორი გზით მიდის. ვფიქრობ მოძრაობაში საჯარიმოს გარედან დარტყმის სიზუსტეზე და სიძლიერეზე ივარჯიშოს და სუპერვარსკვლავია ნამდვილი. ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაშიც დასახვეწია აქვს მარცხენასავით და ცენტრივით იდეალურად რომ გამოუვიდეს.
ერთადერთი ვინც ამ ნაკრებში ძალიან არ მომწონს მერებაშვილია. მონდომებულია მაგრამ ან კლასი არ ყოფნის ან ფორმაში ვერაა. უფრო კლასი მგონია. სხვა გუნში შეიძლება გამოიყენონ მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს აშკარად ატორმუზებს.
ვახო
17 ოქტომბერი 2018 16:45
0
აი ზუსტად ეგრე ვარ მერებაშვილზე, იმენა ჯიგარაა, არ ზოგავს თავს... მარა არ გამოდის და მართლა ატორმუზებს, კაჭარავასავით... ტიპები პოტენციურად სახიფათო შეტევას უედოდ აფუჭებენ (((
ჩაკვე ოქრო გვყავს ოქრო...
რა მაფიაა?
18 ოქტომბერი 2018 02:54
0
444-ს მყრალი კომენტარი არაა მოსაწონი, ვინაიდან მოგება მოგებაა და რაც არ უნდა სუსტი გუნდი დაამარცხო გამარჯვება ყოველთვის დასაფასებელია.
ერთ გარემოებას მინდა ყურადღება მივაქციოთ, ფაქტია, რომ ვინც ბურთს გვითმობს ყველას ვჩაგრავთ, არა მხოლოდ ჭ კლასის გუნდებს, გაიხსენეთ გერმანიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, სასურველ შედეგს რომ მიაღწიეს და ბურთი დაგვითმეს რა დღეც ვაწიეთ ალბათ გემახსოვრებათ, რომ არა ნოიერის ფანტასტიკური თამაში, აღნიშნული შედეგშიც აისახებოდა.
ბურთის კონტროლი, ქართული ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ესაა წარმატების საფუძველი, ხოლო დაცვიდან თამაში, იმის მომიზეზებით, რომ შესაბამისი კლასის ფეხბურთელები არ გვყავს და შეტევის რესურსი არ გაგვაჩნია, დამღუპველია.
მე გული იმაზე მწყდება, რომ ასეთმა მიდგომამ წლების მანზილზე, გამტანი, ე.წ. საჯარიმოს თავდამსხმელები გააქრო ქართული ფეხბურთიდან.
გოგა
17 ოქტომბერი 2018 14:06
0
ჩაკვეტაძეზე მინდა დავამატო ორი სიტყვა ტიპი ნავარდობდა დაფარფატებდა და რაც უნდოდა იმას უკეთებდა ლატვიელებ, ყოჩაღ კიდევ ბევრი რამე დამრჩა სათქმელი მაგრამ მგონი ყველაფერი გამარჯვებებმა თქვეს.
roma
17 ოქტომბერი 2018 21:24
0
444-ს!-შენმა გუნდმა "ჭ"კლასშიც რომ ვერ ივარგა ის თქვი შენ...
კახა ქირია
17 ოქტომბერი 2018 13:10
0
გილოცავთ ყველას.
დსსდ
17 ოქტომბერი 2018 13:55
0
ჩაკვეტაძეს რომ ვაკვირდები: თუ ბურთი გაისწორა და ისე დაარტყა მეკარეს უშანსოდ ტოვებს! მომენატრა ნაკრებში ესეთი მოთამაშეები, რაღაც პროგრესი მგონი იგრძნობა და იწყება, დროც არის უკვე, როდემდე უნდა ვიყოთ გამწარებულები!!!!
tbiliseli
17 ოქტომბერი 2018 12:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული