საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალს მარტში გამართავს

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრები D ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ ნაკრებს არ აქვს. "ჯვაროსნებმა" 9 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლორიამ ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს, შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაში და ახალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობა.

პლეი-ოფის მატჩების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო თავად მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, პლეი-ოფში ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ორივე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო ვინც ვერ გაიგეთ აგიხსნით
2019 წლის ივნისში გაიმართება მხოლოდ A დივიზიონის ფლეი-ოფი და გამოვლინდება ერთა ლიგის ჩემპიონი,
დანარჩენი დივიზიონების ფლეი-ოფები კი 2020 წლის მარტში გაიმართება

რაც შეეხება ნოემბრის კენჭისყრას, კენჭისყრაში გაირკვევა თუ ვინ იქნება მასპინძელი ფლეი-ოფის ფინალში
დიტო
19 ოქტომბერი 2018 11:18
0
რა სისულელეებს წერთ, ნახევარ ფინალები 5-6 ივნისს ჩატარდებ 2019-ში, ფინალები 9 ივნისს. რაის ფლეიოფის წილის ყრა. უკვე ფლეიოფში ვართ.
kkk
18 ოქტომბერი 2018 16:06
0
ივნისში მხოლოდ A დივიზიონის ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება და გამოვლინდება ერთა ლიგის ჩემპიონი, დანარჩენი დივიზიონის ფლეი-ოფები კი 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართებ
დიტო
19 ოქტომბერი 2018 11:11
0
მარტში გამართავს და ამით დამთავრდება თქვენი ზარზეიმი, იქ ანდორა ან ლიტვის ნაკრები კი არ შეგხვდებათ^DDDD
123
18 ოქტომბერი 2018 09:35
29
შენ რა ქართველების კარგი არ მოგწონს და ცუდი გიხარია?
დავით
18 ოქტომბერი 2018 13:12
0
აგივსე პირი
ხაჯიმბა
18 ოქტომბერი 2018 10:23
0
ვეღარ გავიგე მოკლედ. ან ამ ჟურნალისტებმა არ იცით რას წერთ და რაღაც ბოდვებს აფრქვევთ, ან რეგლამენტშია შეცდომა. ხომ ითქვა, რომ ლიგაში საუკეთესო პირველადგილოსანი ხვდება ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ნაკრებს და რაღა კენჭისყრაა, ვერ გავიგე!
გიორგი
18 ოქტომბერი 2018 08:47
1
ფლეიოფები რომელ ქვეყანაში იქნება?ნეიტრალურში ხო?
jjinko
18 ოქტომბერი 2018 03:21
0
ხოდა გასული ვართ, 2020 წლამდე გუნდიც დაკონპლექტდება. ფინალი უნდა ვითამაშოთ ესპანეთთან და მოვუგოთ, მაგასთან დადებითი ბალანსი გვაქ. საერთოდ არ ვხუმრობ.
zvare
17 ოქტომბერი 2018 21:46
16
კენჭისყრა იქნებაო ე.ი საუკეთესო პირველ ადგილოსანი, უარეს პირველ ადგილოსანს და მეორე მესამესო, ტრუხა ბაზარი იყო?დ
Kkk
17 ოქტომბერი 2018 20:00
3
https://en.wikipedia.org/wiki/UEFA_Euro_2020_qualifying_play-offs#Path_D
roma-s
17 ოქტომბერი 2018 18:27
0
ფინალი როდის გვაქვს? და სად ჩატარდება?
roma
17 ოქტომბერი 2018 17:19
0
არ არის მეგობრებო მასე, 5-6 ივნისსაა ნახევარფინალები და ვისაც მაღალი ქულა აქვს იმ ქვეყანაში ჩატარდება. ფინალები წილისყრით გაირკვევა სად ჩატარდება. მარტში ჩვეულებრივ შესარჩევს ვიწყებთ და არაფერ შუაში არაა ერთა ლიგასთან.
kkk
18 ოქტომბერი 2018 16:34
0
მადლობა ძმა
roma
17 ოქტომბერი 2018 21:10
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული