საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალს მარტში გამართავს

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრები D ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ ნაკრებს არ აქვს. "ჯვაროსნებმა" 9 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლორიამ ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს, შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაში და ახალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობა.

პლეი-ოფის მატჩების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო თავად მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, პლეი-ოფში ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ორივე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო ვინც ვერ გაიგეთ აგიხსნით
2019 წლის ივნისში გაიმართება მხოლოდ A დივიზიონის ფლეი-ოფი და გამოვლინდება ერთა ლიგის ჩემპიონი,
დანარჩენი დივიზიონების ფლეი-ოფები კი 2020 წლის მარტში გაიმართება

რაც შეეხება ნოემბრის კენჭისყრას, კენჭისყრაში გაირკვევა თუ ვინ იქნება მასპინძელი ფლეი-ოფის ფინალში
დიტო
11:18 19-10-2018
0
რა სისულელეებს წერთ, ნახევარ ფინალები 5-6 ივნისს ჩატარდებ 2019-ში, ფინალები 9 ივნისს. რაის ფლეიოფის წილის ყრა. უკვე ფლეიოფში ვართ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული