ჩაკვეტაძეს ვეღარ აჩერებენ - "შარლერუასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში დუბლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. მან გოლები 36-ე და 48-ე წუთებზე გაიტანა.

გიორგიმ ქვეყნის პირველობის 12 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი.

"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, 20 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 ოქტომბერს სტუმრად "მუსკრონს" ხვდება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაკა მილანში რომ იყო იმ თამაშს თამაშობს ზუსტად. დარტყმა გააუმჯობესოს, ჯარიმების შესრულებები დაიწყოს უნდა ნელ-ნელა.
მონავარდე
27 ოქტომბერი 2018 13:16
2
ზუსტად კაკას სტილი და მონაცემები აქვს, აჩქარება, ხედვა, პასი, დრიბლინგი და ეხლა გოლებიც ..
Misha
27 ოქტომბერი 2018 14:29
0
ბლოკეთ კომენტარები რამდენიც გინდათ, ჩაკვე ახალი მესია, დაიჯერე ადმინ და გამოაქვეყნე! ეს ბიჭი შეცვლის საფეხბურთო სამყაროს!!!
რატომ
27 ოქტომბერი 2018 11:22
4
ჩაკვეს ბრავო!!! ქვილითაია აშკარად ჯობს იარემჩუკს ეს ფაქტია...
ბაჩო
27 ოქტომბერი 2018 11:09
1
არველაძეები ამ ასაკში სად იყვნენ და რა დონეზე თამაშობდნენ??
rio
27 ოქტომბერი 2018 10:40
1
საერთოდ რა შედარებაა თორემ აჰა, მაგ ასაკში (ჩაკვე 19 წლისაა) შოთი და აჩი ტრაბზონსფორში იყვნენ და მთელ თურქეთს ფეხბურთის თამაშს ასწავლიდნენ:):):)) შოთას საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი მისცა ჩაკვეს და ისეთს ითამაშებს, მეხის გავარდნასავით იქნება მისი გვარის გამოცხადება სტადიონებზე....
ანესთეზეოლოგი
27 ოქტომბერი 2018 23:59
0
ჩაკვე გვახარებს და გვახარებს, ქინქლაძის მერე ასეთი ტალანტი მე საქართველოში არ მახსოვს.. პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს გიომ, ტოპ ლიგაში აუცილებლად ითამაშებს მალე!
Chaach
27 ოქტომბერი 2018 10:05
3
ვნახე თამაში და ჩზკვეტაძე საუკეთესო იყო ორივე გუნდში.თუმცა კიდევ უნდა მოუმატოს. ბევრი მარტივი ბურთი დაკარგა. ალბათ გამოცდილებასთან ერთად ესეც მოვა.
გიორგი
27 ოქტომბერი 2018 09:40
2
გილოცავ ჩაკვე! დიდებულად ითამაშე ასევე მომეწონა შენი გუნდის თამაში, ოღონდ ცოტა ფორვარდი არ გივარგათ უამრავ საგოლე პასს აძლევ და ვერ იყენებს! იმედია ქვილითაია შემოგიერთდებათ და უფრო მოუმატებთ!მოკლედ ქართველების მთავარი იმედი ხარ და წარმატებები!
kika
27 ოქტომბერი 2018 00:40
3
კიკა,იქნება დამიწერო,სად უყურებთ ხოლმე.რომელ არხზე.
სოსო
27 ოქტომბერი 2018 09:32
1
ვახ შენ გენაცვალე რა. ჯერ 19 წლისა და უკვე ძაააააან კლასნია
გიგა
27 ოქტომბერი 2018 00:38
1
გიო შენი ყოველი კარგი თამაშით ყველა ქართველი ვამაყობთ . ესე გააგრძელე და ტოპ გუნდში გიგულშემატკივრებთ ლიგის ფავორიტ გუნდში ერთ ერთი ლიდერი უნდა იყო მე მჯერა შენი რომ კიდევ ბევრს მიაღწევ. წარმატებებს გისურვებ უფრო და უფრო მეტს )))
ტოტტი
27 ოქტომბერი 2018 00:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული