ჩაკვეტაძეს ვეღარ აჩერებენ - "შარლერუასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში დუბლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. მან გოლები 36-ე და 48-ე წუთებზე გაიტანა.

გიორგიმ ქვეყნის პირველობის 12 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი.

"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, 20 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 ოქტომბერს სტუმრად "მუსკრონს" ხვდება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაკა მილანში რომ იყო იმ თამაშს თამაშობს ზუსტად. დარტყმა გააუმჯობესოს, ჯარიმების შესრულებები დაიწყოს უნდა ნელ-ნელა.
მონავარდე
13:16 27-10-2018
2
ბლოკეთ კომენტარები რამდენიც გინდათ, ჩაკვე ახალი მესია, დაიჯერე ადმინ და გამოაქვეყნე! ეს ბიჭი შეცვლის საფეხბურთო სამყაროს!!!
რატომ
11:22 27-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული