ჩაკვეტაძეს ვეღარ აჩერებენ - "შარლერუასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 2:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში დუბლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. მან გოლები 36-ე და 48-ე წუთებზე გაიტანა.

გიორგიმ ქვეყნის პირველობის 12 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი.

"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, 20 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 ოქტომბერს სტუმრად "მუსკრონს" ხვდება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავ ჩაკვე! დიდებულად ითამაშე ასევე მომეწონა შენი გუნდის თამაში, ოღონდ ცოტა ფორვარდი არ გივარგათ უამრავ საგოლე პასს აძლევ და ვერ იყენებს! იმედია ქვილითაია შემოგიერთდებათ და უფრო მოუმატებთ!მოკლედ ქართველების მთავარი იმედი ხარ და წარმატებები!
kika
00:40 27-10-2018
3
ვახ შენ გენაცვალე რა. ჯერ 19 წლისა და უკვე ძაააააან კლასნია
გიგა
00:38 27-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული