ვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს შედგება. ქართველი ფეხბურთელები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს 19 ნოემბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ
კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვაისი არაა ჭკიაზე მგონი. რა კაჭარავა რის კაჭარავა ბეგლარიშვილს 30 გოლიაქვს გატანილი ესეიგი აზრზეა ხო მიეცი რა შანსი ათამაშე ცოტა ყაროს გოლები
ალექსანდრე
06 ნოემბერი 2018 15:43
18
kapanadzes rato ar adzlevt shans ra unda gaaketeos kide ro nakrebshi elementaruli shansibmiscen ra aqvs eseti arabuls da kacharavs gaketebuli ro nakrebis karebi matvis giaaa
kapanadze nakrebshi
06 ნოემბერი 2018 14:54
13
ლობჟანიძე, მჭედლიშვილი, ებრალიძე ეხლა მაინც ეთამაშებინა. არაბიძე განაცხადშიც არ იყო გუშინ, ეგება გაგერკვიათ რა ხდება?
emigranti
06 ნოემბერი 2018 14:38
3
პარუნაშვილი უნდა გამოეძახებინა,ბიჭი კაი ფორმაშია
როლო
06 ნოემბერი 2018 14:02
4
რუსეთში მოთამაშე არცერთი ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში. მერე იქნება ისწავლონ ჭკუა და ევროპაში წავიდნენ
სინდის-ნამუსი
06 ნოემბერი 2018 13:53
13
ბარემ დაგეწერა, მარტო თურქეთში მოთამაშეები უნა გამოიძახონო. გენიოსი!
shoda
06 ნოემბერი 2018 21:20
9
მოდით გავაანალიზოთ ყველა ვინც გამოიძახა. მეკარეების მეტი არჩევანი არ გვაქვს სამწუხაროდ მაკარიძემ ტრავმა ახლახანს მოიშუშა და მახარაძეს კიდე საბუთების პრობლემა აქვს, ამიტომ გასაგებია რატომაც არიან ლორია, კუპატაძე და კვასხვაძე. ამ პოზიციაზე ლორია უკონკურენტოა. მცველები: ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ძირითადის წევრია თავიანთ გუნდებში და შეუცვლელები არიან. აქ ალბათ ძირითადში კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკის უნდა ველოდოთ. ნახევარდაცვა კი ცოტა ძნელი დასაკომპლექტებელია რადგან გემოვნების საკითხიცაა და ფეხბურთელის სათამაშო კონდიციებიცაა გასათვალისწინებელი: კანკავა, კვეკვესკირი უკონკურენტო არიან და თან კვეკვესკირი კარგ ფორმაშია კანკავას კი ფორმაში ყოფნა სულ არ ჭირდება მთავარია ჯამრთელად იყოს და მის შესაძლებლობებს ბოლომდე ავლენს ნაკრებში თუნდაც სულ არ ვარჯიშობდეს, ჩაკვეტაძეც უკონკურენტოდაა და მის დარი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე არ გვყავს, მერებაშვილის ნაცვლად ებრალიძეს გამოვიძახებდი და ვნახავდი საქმეში, კაჭარავას ნაცვლად ანანიძეს გამოვიძახებდი, გვილია, ხარაიშვილი და კიტეიშვილი ალბათ შეცვლაზე შევლენ. თავდასხმაში დიდი არჩევანი არ გვქონდა და არაბული საუკეთესო რჩევანია რადგან ბეგლარაშვილს მეც არ გამოვიძახებდი იმის გამო რომ მას ესტონეთის მოქალაქეობა უნდა. ალბათ ასე დაიწყებს ანდორასთან: ლორია-კაკაბაძე,კაშია, კვირკველია,ნავალოვსკი- კანკავა,კვეკვესკირი- ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ზარანდია- არაბული. წარმატებები ბიჭებს და ნაკრებს.
roma
06 ნოემბერი 2018 13:42
5
გიორგი გაბედავას რატომ არ იძახებს? თუ მაინცდამაინც გეების მხარდაჭერი უნდა იყო კაშიასავით?
გია კორკოტაშვილი
06 ნოემბერი 2018 13:42
19
ჯანოს ტრამვა ახალი მორჩენილი აქვს, ახალი მწვრთნელი ყავს და შემადგენლობაში ვერ ხვდება, ახლა ჯობია ბევრი ივარჯიშოს და ფორმაში ჩასადგომად კარგია რომ კლუბში დარჩა, აქ მგონი ყველა მხარე ასე შეთანხმდა.

ჯანო კიარა რობალდომ შეიკავა ნაკრებისგან თავი რათა ადაპტაცია გამარტივებოდა,
ცოტა ფეხბურთში ჩაიხედეთ
ყველაფრისმცოდნეები
06 ნოემბერი 2018 13:15
0
ლობჟანიძეს რატომ არ აქცევენ ყურადღებას. ზემოთ ჩამოთვლილ 2/3 ფეხბურთელებს ხომ სჯობია?
m
06 ნოემბერი 2018 12:47
18
არაბიძე არაპროფესინალი და ზარმაცი კი არის, მაგრამ რავი, ნუ გადაუწურავთ ბიჭს იმედს.. გამოეძახიბინა ახლა მაინც და ეთამაშებინა 20-30 წუთი მაინც
ზურა
06 ნოემბერი 2018 12:20
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული