ვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს შედგება. ქართველი ფეხბურთელები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს 19 ნოემბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ
კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს კაჭარავა რა გახდა რომ ვერ მოვიცილეთ! არაბული? აუ ჩემი!
გელა
06 ნოემბერი 2018 12:20
16
ანანიძე არ არის?
არჩი
06 ნოემბერი 2018 12:12
3
კაჭარავას ვინ პატრონობს???
rezi
06 ნოემბერი 2018 12:10
9
კაჭარავა:) უკვე სასაცილო ხდება როგორც დვალიშვილი:) შეიძლებოდა ეროვნულიდან გაბედავა, ქიმაძე, კაპანაძე, ვარჯიშზე მაინც, სტიმული იქნებოდა ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებისთვისაც, ისე ჩანს რო კარი დახურულია ყველასთვის, რო შანსი არ აქვს არავის, ნუ მესმის რო არ ბრწყინავს არცერთი, მაგრამ ასე მაინც არ შეიძლება!
ბასკი
06 ნოემბერი 2018 13:28
1
და ჯანო ანანიძეს ტრავმა არ აქვს და მგონი რამოდენიმე აქ ნახსენებ ნახევარმცველს ჯობია ჯანო
ტოტტი
06 ნოემბერი 2018 11:55
11
Arabuli karg formashia da kargi gaaketa vaisma rom gamoidzaxa da shansi misca,jano saertod araa nakrebshi gamodzaxebuli?
Israeli 1987
06 ნოემბერი 2018 11:49
2
ჯანო რა იქნა???
ქობულეთელი
06 ნოემბერი 2018 11:48
5
არც ანანიძეა.
zaza
06 ნოემბერი 2018 11:35
0
ქვედა ნაწილში "ტრამვების გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან" შეგიძლიათ მჭედლიძე პირდაპირ დააკოპიროთ ხოლმე, რო არ იწვალოთ

სამწუხაროდ
დომენტი
06 ნოემბერი 2018 11:32
0
ანანიძე?
dati
06 ნოემბერი 2018 11:27
6
კაპანაძე დინამოში რომ თამაშობდეს ნაკრებში გამოიძახებდნენ.კაჭარავას და არაბულს მაინც ჯობია.
ჯიჯი
06 ნოემბერი 2018 11:23
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული