ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
ამ მწვრთნელის პრობლემა დაგვიანებული შეცვლებია. სხვათაშორის რაც მე ვაკვირდები ,ეს პრობლემა ბევრ მწვრთნელს აქვს , ეტყობა ასე ასწავლიან .
ცხადაძე ჯობია
16 ნოემბერი 2018 11:04
6
გასაშვებია ეს კაცი და მაღალი დონის მწვრთნელია საჭირო, ამ ბიჭებით მეტ მიაღწევს სხვა და უკეთეს თამაშს ათამაშებს, ან რატომაა ამდენი ხანი ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? ვალი გვაქვს რამე?
Lasha
16 ნოემბერი 2018 10:40
3
ძალიან სამწუხარო შედეგია, ექსპერიმენტი შეიძლება შენს მოედანზე ჩაატარო და არა გასვლით მატჩზე. დაგვიანებულ შეცვლებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაინც იგივეს იმეორებენ მერამდენე თამშია. მერებაშვილი ფიზიკურად ძლიერია და ანდორასნაირ უხეშ გუნდთან აუცილებლად უნდა დაეყენებინა შეცვლაზე მაინც. ნავალოვსკიმ ლამის ტვინის შერყევა მიიღოდა მაინც ბოლომდე ათამაშა. ვაკო საერთოდ არ ჩანდა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, გაშვებული გოლი კი არ იყო ისეთი სირთულით დარტყმული, რომ ვერ აეღო ტანმაღალ მეკარეს. მოკლედ როგორც ყოველთვის ვირთულებთ სიტუაციას იქ სადაც არ არის ამის წინაპირობა.
WTF
16 ნოემბერი 2018 10:28
1
რაც ერთა ლიგაზე წარმატებები გვაქვს, ეს არის იმის წყალობით, რისი საშუალებაც უსუსტესმა მეტოქეებმა მოგვცეს. ვაისი რომ უსაშუალესი მწვრთნელია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ ხომ მეფის სიშიშვლე არ გვადარდებს. აი, დედოფალი რომ იყოს, მესმის. აი, დავწინაურდებით კალათების მიხედვით და რა, მერე?! არაბული და ჭატურიშვილი თუ არ ვარგა, დვალიშვილი აქვე არა ყავს, ჰოდა, მას გამოიძახებს და ჩვენც გავბრწყინდებით. ბოლოს, როცა უსასტიკესად დავენრცხებით, ვაისს გაუშვებენ და მის ბიძაშვილ ვიუს მოიყვანენ და ა.შ.
სილია
16 ნოემბერი 2018 10:23
1
პროგრესზე რო ლაპარაკობენ მაგარი ნერვები მეშლება რა პროგრესი ჩაკვეტაძე როარ გვყოლოდა დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდით ან რა შეს.... ამ ვაისმა ამ კაჭარავას ვერ თამაშობს ეგ ბიჭი ფეხბურთს და ძალაა ამ თამაშის მერე არა მგონია ამათმა დინამო გაავსონ მიუხედავათ იმისა რომ ბილეთი ლარი ღირს
juve
16 ნოემბერი 2018 10:20
2
პროგრესზე რო ლაპარაკობენ მაგარი ნერვები მეშლება რა პროგრესი ჩაკვეტაძე როარ გვყოლოდა დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდით ან რა შეს.... ამ ვაისმა ამ კაჭარავას ვერ თამაშობს ეგ ბიჭი ფეხბურთს და ძალაა ამ თამაშის მერე არა მგონია ამათმა დინამო გაავსონ მიუხედავათ იმისა რომ ბილეთი ლარი ღირს
juve
16 ნოემბერი 2018 10:18
2
დიდი ხანია ვიძახი რომ ამ კაცმა დროულად შეცვლების გაკეთება არ იცის, ელოდება 65-70 წუთს, პირველი თამაშიდან ვწერ რომ არ არი დოგმა და მოდა მე-60 წუთი, მეორე ტაიმისთვის უკვე უნდა შეეცვალა ფეხბურთელები, იგივე გააკეთა რაც ყაზახეთში დ შემდეგ თამაშებშიც, იქნება ვინმემ აუხსნას რომ თუ ფეხბურთელი ვერ თამაშობს იმ დღეს, შეცვლოს დროულად. არავინ ურჩევს, თუ ჯიუტია და არავის ნათქვამი არ ესმის? თუნდაც ობიექტურ შენიშვნის მიღებას არ კადრულობს?
bs
16 ნოემბერი 2018 10:04
1
ასე მწვრთნელის გარეშეც ითამაშებს გუნდი
ქორთუ
16 ნოემბერი 2018 09:59
1
ალბათ ვაისისათვის საუკეთესო წამალი იქნება მისი ნაკრების თბილისში ყაზახეთთან დამარცხება და შედეგად მისი წასვლა ნაკრებიდან....
Riona
16 ნოემბერი 2018 09:36
6
ეს თამაშI გაყიდული იყო
zviadi
16 ნოემბერი 2018 09:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული