ანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ანდორელთა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ისაუბრა.

"მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს ეს შედეგი. ჩვენ პირველ ტაიმში თავდაცვაზე გავაკეთეთ აქცენტი, თუმცა მეორე ტაიმში აქტიურად შევუტიეთ და ამან შედეგი გამოიღო.

საქართველოს ნაკრები ლიდერია D დივიზიონში და რა თქმა უნდა, გახსნილ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით, პირველ წუთებში საქართველომ აქტიურად შეგვიტია და გოლი უყურადღებობის შედეგად გავუშვით.

ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ, რადგან აქ სულ სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ და შედეგი სახეზეა.
ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს ჩემი თითქმის ყველა დავალება შეასრულეს და ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო.

გოლზე რა შემიძლია გითხრათ - სუპერგოლი გავიტანეთ!"

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა





მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გინდათ მართლა მაგარი გოლი გაგვიტანეს. ორმეტრიანი კაცი ვერ მიწვდა ისე ჩაუხვიეს შორეულ "ცხრიანში".
ჩვენ რომ გაგვეტანა ასეთი გოლი ხო შემოვიხევდით პერანგებს.
გ55
21:23 18-11-2018
0
ის რომელი იყო საჯარიმოში რომ არ წაიქცა ნახეთ რა მაგარი ვარ კიდევ ფეხზე ვდგევარო, საცოდავი სად რა უნდა ქნას რომ ვერ ხვდებიან, სსვა დროს ასეთ სიტუაციასი მოედნის ცევტრში კოტრიალით მოკვდებოდა.უვიცი!
vano
10:21 17-11-2018
4

სიახლეები პოპულარული