ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
ან ეს ხარხარიშვილი რატომ არ ათამაშა, ან ამ ჭანტურიშვილს, კაჭარავას და არაბულს რას გადაეკიდა. ცოდოები არ არიან? ჯერ სადღაც მესამე ლიგებში თამაშობენ.
sdfffff
16 ნოემბერი 2018 11:43
1
პროგრესზე რო ლაპარაკობენ მაგარი ნერვები მეშლება რა პროგრესი ჩაკვეტაძე როარ გვყოლოდა დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდით ან რა შეს.... ამ ვაისმა ამ კაჭარავას ვერ თამაშობს ეგ ბიჭი ფეხბურთს და ძალაა ამ თამაშის მერე არა მგონია ამათმა დინამო გაავსონ მიუხედავათ იმისა რომ ბილეთი ლარი ღირს
juve
16 ნოემბერი 2018 10:18
2
ალბათ ვაისისათვის საუკეთესო წამალი იქნება მისი ნაკრების თბილისში ყაზახეთთან დამარცხება და შედეგად მისი წასვლა ნაკრებიდან....
Riona
16 ნოემბერი 2018 09:36
6
ადმინ რატო ბლოკავ ჩემ ტეკსტს, ცუდი არაპერი დამიცერია, რაც სიმარტლეა იმას ვცერ.
diego
16 ნოემბერი 2018 18:42
1
ასე შენ თვლი.იმას ტავისი კერძო ინტერესბი და პოლიტიკა აქვს. სამწუხაროდ და ასე ბლოკავს ძალიან ბევრს
დათი
16 ნოემბერი 2018 20:39
1
კანკავა რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ სულ სხვა გუნდი იქნებოდა გუშინ მინდორზე.არ მინდოდა მეთქვა მაგრამ უნდა ვთქვა:მერებაშვილი თითქოს აკლდა ნაკრებს.რავიცი,შეილება ვცდები მარა ასე მგონია..
რუსლანი
16 ნოემბერი 2018 16:46
8
წინა თამაში კიტეიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. გუშინ ძალიან ცუდად! კანკავას გარეშე ეს გუნდი წელში გადატეხილად მომეჩვენა!
aburjga
16 ნოემბერი 2018 18:49
2
ეს იყო ფრეზე თამაში ვსიო.
ako
16 ნოემბერი 2018 11:52
3
ამ მწვრთნელის პრობლემა დაგვიანებული შეცვლებია. სხვათაშორის რაც მე ვაკვირდები ,ეს პრობლემა ბევრ მწვრთნელს აქვს , ეტყობა ასე ასწავლიან .
ცხადაძე ჯობია
16 ნოემბერი 2018 11:04
6
ეს თამაშI გაყიდული იყო
zviadi
16 ნოემბერი 2018 09:30
3
daabrunet cxadaze, gaitanet "vaici" tavis bevr pexburteltan ertad samudamod nakrebidan!!!!!
sandro
17 ნოემბერი 2018 17:38
3
ეჰ...ერთი თავიანი მწვრთნელი რომ არ გვეღირსა და არც გვეღირსება კი ვიცი მაგრამ ერთი ტრაკიანი კაცის ნახვა რა გახდა ბიჯოს???აი ისეთის ყაზაიშვილის ტრაკის თანაშს რომ დაუსვამდა წერტილს.კაცი მთელი თამაში კაიფობდა,მთელი გუნდის მოტყუებას ცდილობდა,ნახევარმცველების მიერ სიმწრით და ოფლით მიტანილ ბურტს რომ კაცი ასე მოეპყრობა რატო არ ახევთ ბურთს თავზე ბიძია???ვალერია ძამაა,ინდიელებს რომ ეთამაშები ფეხბურთს,შენი თავინ ვინ გგონია???ჩაკვეტაძეს აკვირდებიანო ბარსადანო და ამას უნდოდა მემგონია შთაბეჭდილების მოხდენა:):):)ვაი ამას და ვუი ვაისს.ხო და პლეიოფში ნახავთ რასაც გიზამენ და მერე გაიხსენეთ ეს კომენტარი
ranger
16 ნოემბერი 2018 04:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული