ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
daabrunet cxadaze, gaitanet "vaici" tavis bevr pexburteltan ertad samudamod nakrebidan!!!!!
sandro
17 ნოემბერი 2018 17:38
3
დიდმა წარმოდგენებმა და მეტოქის დაუფასებლობამ მოიტანა ის რაც ყველასთვის მოულოდნელად მოხდა,ვაისს შეიძლება თავისი გათვლები აქვს ფეხბურთელთა გამოცდის თვალსაზრისით და სერიოზულად მისი კრიტიკის დროც შეიძლება არ არის, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის დამოკიდებულებას როინ კვასხვაძის მიმართ, ნუთუ ერთ თამაშში მაინც არ შეიძლებოდა მისი რამდენიმე წუთით მაინც მოედანზე შეყვანა.
ნუგზარ ნავაძე
16 ნოემბერი 2018 22:13
1
ადმინ რატო ბლოკავ ჩემ ტეკსტს, ცუდი არაპერი დამიცერია, რაც სიმარტლეა იმას ვცერ.
diego
16 ნოემბერი 2018 18:42
1
ასე შენ თვლი.იმას ტავისი კერძო ინტერესბი და პოლიტიკა აქვს. სამწუხაროდ და ასე ბლოკავს ძალიან ბევრს
დათი
16 ნოემბერი 2018 20:39
1
ფრეზე არაა საქმე, საქმე უსახურ ფეხბურთშია, ვაი და მართლა გავიდეთ, ესეთ თამაშით ევროპაზე არ შეგვრცხვება?
ღმერთმა არ ქნას, ჯობს ლამაზად ითამაშო და წააგო, ვიდრე .........
კ ო მ ბ ლ ე
16 ნოემბერი 2018 18:25
4
ლობჟანიდზე, პარუნაშვილი, ებრალიდზე, გამოიდზახე შე დალოცვილო ხო ხედავ ნახევარი გუნდი ლაზარეტშია, ანდორას ვერ ვუგებტ და სხვა ხომ გადაგვივლის.
diego
16 ნოემბერი 2018 18:20
1
ამ კაცს არ შეგიძლიათ ფედერაციიდან მოუწოდოთ? ჯერ ერთი შეცვლას 75-ე წუთამდე არ აკეთებს არავითარ შემთხვევაში, მეორეც ის, რომ ექსპერიმენტი მაშინ უნდა ჩაატარო როცა დიდი ანგარიშით იგებ და თანაც სახლში, და კიდევ კაჭარავას გარეშე არ შეუძლია, ათამაშოს ზარანდია რომელსაც შეუძლია თამაშის გამწვავება, (არაბიძეს ხომ საერთოდ აღარ იძახებთ).
s.s.
16 ნოემბერი 2018 18:03
2
კომენტარები სინანულს იწვევს ჩემში... ადრე სულ ვაგებდით, ამ გათამაშებაში ეს პირველი ფრეა, დანარჩენი ხომ მოვიგეთ. ფრე საკმარისი საბაბი გახდა ზოგიერთებისთვის, რომ ქირქილი, დაცინვა, ბალღამი და ღვარძლი გადმოანთხიოს. მიმართეთ ფსიქოანალიტიკოსს დახმარებისათვის!
444444
16 ნოემბერი 2018 17:05
7
შენ კაი კაცო, ფრე გავაკეთეთ გუნდთან, რომელიც არარაობას წარმოადგენს საფეხბურთო სამყაროში და კიდევ არ განვსაჯოთ მწვრთნელი? და თუ რაც მოვიგეთ, წარმოადგენს რამეს?
444444-ს!
16 ნოემბერი 2018 19:49
2
კანკავა რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ სულ სხვა გუნდი იქნებოდა გუშინ მინდორზე.არ მინდოდა მეთქვა მაგრამ უნდა ვთქვა:მერებაშვილი თითქოს აკლდა ნაკრებს.რავიცი,შეილება ვცდები მარა ასე მგონია..
რუსლანი
16 ნოემბერი 2018 16:46
8
წინა თამაში კიტეიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. გუშინ ძალიან ცუდად! კანკავას გარეშე ეს გუნდი წელში გადატეხილად მომეჩვენა!
aburjga
16 ნოემბერი 2018 18:49
2
ბატონო ვაისს უფრო მეტი კატეგორიულობა გმართებთ და ჯობს უფრო დააჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, რას გადაეკიდეთ ამ კაჭარავას ხომ ხედავთ ვერ თამაშობს, არაა ეგ ნაკრების დონის ფეხბურთელი, გამოიძახეთ გაბედავა ნაკრებში!!! ჰეტრიკა ათამაშეთ!!!
ალიოშა ჭუმბურიძე
16 ნოემბერი 2018 16:15
1
გაბედავა ნაკრებში! ეს აქამდეც უნდა გეფიქრათ ბატონო ვაისს.
ანზორ
16 ნოემბერი 2018 16:08
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული