"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.
ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.
პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.
ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.
რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".
ანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!
ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა
ღმერთმა არ ქნას, ჯობს ლამაზად ითამაშო და წააგო, ვიდრე .........