ყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველო - ყაზახეთის მატჩის შემდეგ (2:1) პრესკონფერენციაზე ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ისაუბრა.

- პირველი ტაიმი ჩვენთვის ბევრად კარგი იყო, ზონებს კარგად ვკეტავდით, ერთი რეალური საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. გიორგი ჩაკვეტაძემ კი უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა.

მოტივაციას რაც შეეხება, მე უფრო ვფიქრობ, რომ კლასი არ გვეყო. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ვერ მოვახერხეთ მისი სათანადოდ ჩაკეტვა და მან გამოიყენა შანსი. ჩვენ კი პირველ ტაიმში დიდებული შანსი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა
მოედანზე და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ნდობა გაემართლებინათ.

გუშინაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრები კლასით უკეთესი გუნდია. ჩვენი მთავარი პრობლემა კი შეტევაში თამაშია და ამ საკითხზე უნდა ვიმუშავოთ.

ასეთ გარემოში თამაშით პოზიტიური გამოცდილება მივიღეთ. რაც უფრო მეტ შეხვედრას ჩავატარებთ ასეთ სიტუაციაში, ეს მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია!




მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ვსისს არავინ შეცვლის
მაგან წინა შესარჩევში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და ფედერაცია მაინც კმაყოფილი იყო
ეხლა კიდევ ყველა მოიგო და ვინ გაუშვებს
ნუ მაგან კი არა ჩსკვეტაძემ მოიგო მაგრამ ვაისი იბრალებს მე აუწიე ხმა გასახდელშიო :)
lashama
20 ნოემბერი 2018 06:02
25
პირველ ტაიმში მერებაშვილის კარში დარტყმული ბურთი ყაზახ მცველს ხელზე მოხვდა. აშკარა პენალტი არ დაგვიდო მსაჯმა!
aburjga
20 ნოემბერი 2018 00:23
0
ჰა ჰა ჰა მაგარი იყო საღოლ
Roma
19 ნოემბერი 2018 23:35
1
ახლა გადი და ჩუმად გაიხურე კარი გაჯახუნების ხმა არ გავიგო. :D
roma
19 ნოემბერი 2018 23:28
4
არ გვიხდება დამარცხებული გუნდის ქილიკი,ეგ არაა ქართული მამაპაპური საქციელი და ტრადიცია,სერიოზულ პონტში და იუმორის პონტში გაგიმარჯოს ღმეთმა...გილოცათ ყველას გამარჯვებას...ჰო კიდე ერთი რამ...მე მინდა რიმ ვაისი შეიცვალოს სხვა მწვრთნელით,რომელსაც არეშინია ცვილებების კეთების და რომელიც გამოიძახებს ისეთ ფეხბურთელებს,ვისაც გოლები გააქ და სათამაშო დროც
აქვთ...ანუ ვაისი უნდა წავიდეს....კიი თუ არა???
roma-s
19 ნოემბერი 2018 23:44
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული