ყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.

"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.

ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.

ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.

იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".

მკითხველის კომენტარები / 31 /
უახლოესი 15 წელიწადი მაგის იმედი არგქონდეთ ჩაკვე ჯერ 19 ისაა :დდ
ქომაგი კა
22 ნოემბერი 2018 23:48
1
ამას ნიჭისა და ტრადიციების შესახებ არაფერი სმენია ეტყობა?მარტო სიმდიდრე და ფული, რომ თამაშობდეს ფეხბურთს არაბები მსოფლი ჩემპიონები იქნებოდნენ.დდდ ნიჭი ბიძიკო ნიჭი.დ
Mmm
23 ნოემბერი 2018 09:45
0
გაიხარე!ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი!
Alex.F.
23 ნოემბერი 2018 13:27
0
ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში არ მიდიანო- მაგათაც ბარსელონაში პატიჟობენ და ეგენი უარს ეუბნებიან
ალეკო
23 ნოემბერი 2018 02:04
1
თუ ადრეულ ქართულ და ყაზახურ ფეხბურთის ისტორიას არ იცნობს, თავისი სიტყვები როგორღა დაავიწყდა ამ საწყალს? პატარა ბიჭმა ორი გოლი რომ გაგიტანათ, რანაირად გახდება თქვენთვის ჯუჯა? იგ პატარა ბიჭი 3-4 წელში უკვე მეგა ვარსკვლავი იქნება და 2 ბურთს აღარ გაკმარებთ მერე)) ანაც თქვენთან რაღა გვექნება საერთო, ჩვენ წინ მივდივართ დიდი იმედით. გაუმარჯოს საქართველოს!!!!
Geo_Dinamo
23 ნოემბერი 2018 03:51
1
ჩაკვეტაძის დონის ტალანტები ჩვენთან ყოველ 5 წელიწადში შეიზლება დაიბადოს, თქვენტან იგივე საუკუნეში ერთხელ მოხდება, ამას ქვია გენეტიკა, ჩვენ გუცაევის ყიფიანის მესხის მეტრეველის ქინქლაძის არველაძის ქვეყანა ვართ, სწორედ ამით გჯობივართ ამიტომაც ვერასოდეს გაგვასწრებთ!!!
zvio
23 ნოემბერი 2018 14:46
3
მაგათაც ყავდათ ევსტაფი ფეხლევანიდი.დდდდ
Mmm
23 ნოემბერი 2018 16:52
0
ჯერ გადახტი ჩუკჩა და ჰოპლა მერე დაიძახე :-)
oneli
23 ნოემბერი 2018 10:07
6
ჩვენს შორის სხვაობა ის არის მეგობარო რომ ყაზახეთში არც მესხი გყოლიათ არც დარასელია ყიფიანი, არც არველაძე ქინქლაძე, არც ჩაკვეტაძე და არც გეყოლებათ, აქ კი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. მთავარია არ მოვდუნდეთ
Grisha
23 ნოემბერი 2018 01:32
2
ჩაკვეტაძე,არაბიძე,ოქრიაშვილი,ანანიძე,ჭანტურია,ყაზაიშვილი,მჭედლიძე,ქვილითაია,კვირკველია,ხოჭოლავა,კაკაბაძე :))) ეს ძაან პატარა სიაა... ალბათ ქილერის დაქირავებას და ამათ მოკვლას აპირებენ)))) თორე ვერ ვხვდები 3-4 წელიწადში სეიდახმეტი რაღაცახმეტი და ვიღაცახმეტი როგორ იქნებიან ჩვენთვის გოლიათები))
Tbiliseli
23 ნოემბერი 2018 01:17
2
ავიღოთ ჩინეთი. რაც მათი ჩემპიონატი ვარსკვლავებით გაივსო ბევრ ევროპულ გუნდს შეშურდება. მაგრამ ამით ნაკრებს რა?
სულელური ლოგიკაა.. ყაზახებიც მალე მიხვდებიან რომ მილიონების ყრა უაზროა და აზიის ჩემპიონატში დაბრუნდებიან.
Rezo
23 ნოემბერი 2018 17:00
1
ფული ჩვენზე მეტი რომ გაქვთ იმიტომ გყავთ ჩვენზე ძლიერი კალათბურთელები, რაგბისტები,წყალბურთელები,ძალოსნები და ა.შ. იმდენი გვერდები არ აგიდგეთ,საქართველოს ბეხბურთელთა ნაკრებს რომ ყაზახეთის ნაკრები აჯობებს. "აქლემი ისე არ დავადება,ვირის ტოლი საპალნე რომ არ აწიოსო","ტოვარიშჩ" ჰალიმჟან ერჟანოვ!
კუჭკუჭი
24 ნოემბერი 2018 14:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული