ყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველო - ყაზახეთის მატჩის შემდეგ (2:1) პრესკონფერენციაზე ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ისაუბრა.

- პირველი ტაიმი ჩვენთვის ბევრად კარგი იყო, ზონებს კარგად ვკეტავდით, ერთი რეალური საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. გიორგი ჩაკვეტაძემ კი უდიდესი პრობლემები შეგვიქმნა.

მოტივაციას რაც შეეხება, მე უფრო ვფიქრობ, რომ კლასი არ გვეყო. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ვერ მოვახერხეთ მისი სათანადოდ ჩაკეტვა და მან გამოიყენა შანსი. ჩვენ კი პირველ ტაიმში დიდებული შანსი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა
მოედანზე და ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ნდობა გაემართლებინათ.

გუშინაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრები კლასით უკეთესი გუნდია. ჩვენი მთავარი პრობლემა კი შეტევაში თამაშია და ამ საკითხზე უნდა ვიმუშავოთ.

ასეთ გარემოში თამაშით პოზიტიური გამოცდილება მივიღეთ. რაც უფრო მეტ შეხვედრას ჩავატარებთ ასეთ სიტუაციაში, ეს მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია!




მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ვსისს არავინ შეცვლის
მაგან წინა შესარჩევში ვერცერთი თამაში ვერ მოიგო და ფედერაცია მაინც კმაყოფილი იყო
ეხლა კიდევ ყველა მოიგო და ვინ გაუშვებს
ნუ მაგან კი არა ჩსკვეტაძემ მოიგო მაგრამ ვაისი იბრალებს მე აუწიე ხმა გასახდელშიო :)
lashama
06:02 20-11-2018
25
პირველ ტაიმში მერებაშვილის კარში დარტყმული ბურთი ყაზახ მცველს ხელზე მოხვდა. აშკარა პენალტი არ დაგვიდო მსაჯმა!
aburjga
00:23 20-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული