შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

"ჩვენი გუნდი პროგრესირებს, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც დავამტკიცეთ. დანიასთან და ირლანდიასთან ძალიან ძნელია თამაში. ისინი შემტევი სტილის გუნდები არიან. თავსაც კარგად იცავენ და ძალიან ცოტა გოლს უშვებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ერთა ლიგაზე ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ეს ძლიერი გუნდია. მიუხედავად რთული მეტოქეებისა, პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცხადაძე რომ არ გაეგდოთ პოსტიდან, შანსი გვექნებოდა.
123
03 დეკემბერი 2018 17:23
8
კ ო მ ბ ლ ე-ს. კარგი იქნება თუ შენს პესიმისტურ განწყობას, მხოლოდ შენს წრეში მოტრიალე, ძალზე "პროფესიონალ" საფეხბურთო ექსპერტებთან განიხილავ და ჩვენ არ მოგვახევ თავს. შენი "დიდი" ჭკუით მაშინ გამოდის, რომ არც ამ შესარჩევში მონაწილეობის მიღებას აქვს რაიმე აზრი ხომ!!!!. კარგით რა!!! ბოდიში და აზროვნება "სუპერ", უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი. მე აბსოლიტურად ვეთანხმები ლევანს კომენტარებში და მიმაჩნია, რომ ჩვენებს არანაირი ფსიხოლოგიური დატვირთვა არ ექნებათ, გამომდინარე იქედან რომ გასულები ვართ პლეი ოფში. ეს კი დიდ ფსიხოლოგიურ უპირატესობას გვანიჭებს. ტრადიციულად, თუ გაიხსენებთ, ჩვენი ნაკრები, ყოველთვის მაშინ თამაშობდა ლაღ და ნორმალურ თამაშს, როცა არანაირი შანსი არარ ქონდა ჯგუფიდან გასვლის ანუ მოხსნილი ქონდა ფსიხოლოგიური წნეხი. ასე რომ, ახლა უფრო ფასეული გახდა ერთა ლიგაში ჩვენი შესანიშნავი თამაში. წარმატებები ბიჭებს და რაც მთავარია ტრამვების გარეშე შევხვდეთ სტარტს.
zaali
03 დეკემბერი 2018 10:32
2
ჩვენი კოზირი უნდა იყოს სისწრაფე და მხოლოდ სისწრაფე, მაგრამ გვყავს სწრაფი დაცვა, ნახევარ დაცვა და თავდამსხმელები?
თუ ტემპს არ მოუმატეთ და თამაშის ხარისხი არ ამაღლდა, ჯობს ვერ გავიდეთ, რათა არ შევრცხვეთ ევროპაზე, მალტა, გიბრალტარი, ვაუნატუ, პაპუა და ფარერებთან მოგება სათვალავში არ ითვლება, ფინეთი და შვეიცარია, აი ვინ უნდა დავამარცხოთ და თან ძლიერ თამაშით, შემთხვევით, ყარაულის თოფივით გავარდნას ჯობს ვერ გავიდეთ. უსახურ და სუსტ თამაშს, ჯობს სხვას ვუყუროთ ტელევიზორში და სხვას ვუბალეშიკოთ, რომ რ შევრცხვეთ...
კ ო მ ბ ლ ე
03 დეკემბერი 2018 03:46
18
სტრესი მოხსნილი აქვთ, თუ ვერ გავიდნენ ფლეიოფის საგზური ჯოკერივით ხელში უჭირავთ, მშვიდად, ნერვიულობის გარეშე პირველად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპი გავიაროთ, ოპტიმისტი ვარ და ასეთ ვითარებაში ასეთი გუნდით და უფლის წყალობით შანსი გვაქ!!! წარმატებები ჩვენ გუნდს და ყველა გულშემატკივარს.
ლევანი
02 დეკემბერი 2018 22:52
0
იმენა ყველა მწვრთნელის კომენტარი გამოაქვეყნეს ვაისის გარდა ცოცხალია ეგ კაცი??? დაწერეთ რამე ინტერვიუ რამე გააკეთეთ მანდამაინც აზერბაიჯანული წყაროებიდან უნდა გადმოთარგმნოთ მაგის ინტერვიუები ???
cefwr3tgwrhergwfqd
02 დეკემბერი 2018 19:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული