ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
ორი კვირაა გაყვიროდენ გაბედავას იძახებსო!!! სადაა ვაის გაბედავა? არც გაფართოებულში არ შეიყვანა ზივზივაძე კი არის!
მწვრთნელი
12 მარტი 2019 22:14
6
ბიძია,შენ კითხვა იცი?კარგად წაიკითხე და მიხვდები,რომ ქვილითაია პირველ ნომრად წერია თავდამსხმელებს შორის,მეორე საკითხია მისი გამოძახება იყო თუ არა საჭირო,რადგან მას საკუთარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია და ნაკრებში რას იზამს,ალბად ვერაფერს,სამწუხაროდ.სე,რომ ჯერ საქმეში გაერკვიეთ და მერე გამოთქვით საყვედურები.
ვასო-ს
12 მარტი 2019 21:02
0
Pexburtelis archeva vaiss ar sheeshleba ubralod visac etyvian is una gamoidzaxos (zemodan)
Achi
12 მარტი 2019 19:59
8
ჩაკვეტაძეზე რატომ არ წერენ? რა ხდება, არ ათამაშებენ, თუ ტრავმა გაუმიზეზდა? დეტალური ინფორმაცია არ დაწერილა. ლობჟანიძეც არ ჩართეს სიაში, თუმცა დანიის ჩემპიონატი ნამდვილად სჯობს კვიპროსის.
მერაბი
12 მარტი 2019 11:55
12
ლონჟანიძე არის ბრატ
გოგა
12 მარტი 2019 12:03
0
Chvens nakrebs dacvashi da naxevardacvashi araushavs, magram mekaris problema ki gvaqvs da forvardis.........
Si
12 მარტი 2019 13:56
7
გაბედავააააა სადაა გაბედავააა ??? სადაააგაბედავა
შიო
12 მარტი 2019 12:59
16
წალენჯიხაში
Gio
12 მარტი 2019 13:48
0
ზარანდია ლოჩოშვილი სად არიან ეს ბიჭები კიდე ეხლა დინამო კიევშუ რო თამაშობს გვარი დამავიწდა ის მაგარი ტალანტია რატო არ იძადებენ და არ აძლევენ მოქალაქეობას ძინავს ამ ფედერაციას და ვაისს??
T.q
12 მარტი 2019 21:08
11
ის ბიძია უკრაინის ნაკრებში გამოიძახებენ და ამ კალხოზში თამაში კიდია ცალ ფეხზე
aleko
15 მარტი 2019 03:26
2
პაპუ არიქნებაო.. ფუჩემი.. :( გვჭირდება შემსრულებელი! ინდივიდუალიზმი! ის ვინც კონკრეტულ მომემტში დაცვიდან ამოტანილ ბურთს გოლში გარდასახავს!
Biannkoneri
12 მარტი 2019 15:14
10
ამ სოლომონ კვერკველიამ გვარი რით ვერ გადაიკეთა, ხომ ხედავს რომ არ მოსწონთ ეს მისი გვარი ჯურნალისტებს, რა ჯიუტია ეს კაცი
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 14:18
9
არვალაძე გადაგვარჩენს..ვაი თქვენს პატრონს////
rezi
12 მარტი 2019 13:58
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული