ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 18 მარტს წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

ტრავმის გამო ნაკრებს უნგრული ფერენცვაროშის წევრი, ლაშა დვალი გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ
კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 23 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე და "დინამო არენას" სალაროებში.

მეორე ტურის შეხვედრა, ირლანდიასა და საქართველოს შორის 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 შედგება. მატჩების რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები დვალს , მაგარ ფორმაშია , იმედია შემდეგზე დაეხმარება ნაკრებს !
david
19 მარტი 2019 17:38
0
ვატო არველაძე სასტარტოში!
kote
16 მარტი 2019 16:48
17
ჯანდაბა, თქვენც კონტროლირებადი ხართ თუ რა უბედურებაა. ცენზურა ვერ გაიარა ჩემმა კომენტარმა? გრიგალავა ნაკრებში გამოიძახეთ თქო და რატომ ბლოჯავთ ამ მესიჯს. უწნარებო და საბრალოებო თქვენა...
იგორ
16 მარტი 2019 16:19
1
ესენი ხო ქლიბები არიამ და არ უნდა გაგვიკვირდეს...
333
16 მარტი 2019 17:54
1
ჩემს კომენტარებს რატომ ბლოკავთ და არ აქვეყნებთ?
იგორ
16 მარტი 2019 16:07
2
ძალიან გთხოვთ ჩემი კომენტარები დადეთ
იგორ
16 მარტი 2019 15:52
2
ნავალოვსკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბევრ კომპონენტში ჯაბნის გრიგალავა. თავითაც კარგად თამაშობს და ფიზიკურადაც ძლიერია
იგორ
16 მარტი 2019 15:50
2
უცნაურია, რატომ არავის ახსენდება სტაბილურად მოასპარეზე გია გრიგალავა. კაცი უცვლელად თამაშობს რუსეთის პრემიერლიგის გუნდში. უმძიმესი ტრავმის მერე მაინც შეძლო დამკვიდრება გუნდში. თავის დროზე რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა და ჯვაროსნების ფორმა მოირგო. ვაისმა თუ არ იცის ფეხბურთის ქართველმა მამებმა გაახილონ თვალები.
იგორ
16 მარტი 2019 15:48
1
ნავალოვსკი ჯიგრით მოთამაშე ფეხბურთელია,გიო გამეხარდა შენი გამოძახება!!! ნაკრების მაისური მინდა შენი და იმედია რამენაირად დავითრევ !!! ყველაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი საქართველოში!!!
ზურა
16 მარტი 2019 15:31
3
ხვალ ჩაკვემ თუ ითამაშა,ხომ ჩვეულებრივად შეუძლია გამოიძახოს ვაისმა?
ზალიკო
16 მარტი 2019 15:10
0
დვალიჰვილს იდზულებიტ ტუ ჰეცვლის ტორე ისე ხელჰეუხებელია რა მოცონს ამ დვალიჰვილჰი ვერ გავიგე რა კაროჰე გმერტმა კნას ვცდებოდე პირველსავე მატჰს ცავაგებტ რა გმერტმა კნას ვცდებოდე
LEKSO KUTAISI
16 მარტი 2019 15:09
2

სიახლეები პოპულარული