შვეიცარიელები: საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროშესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციის საიტმა წერილი მიუძღვნა. მასში აღნიშნულია, რომ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას თითქმის ვერასოდეს ვერ ახერხებდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც იმარჯვებდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ორი წამყვანი და გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი - ჰარის სეფეროვიჩი და შერდან შაჩირი ვერ ითამაშებენ, საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ამის მიზეზი სტატისტიკაა.

ბოლო 26 მატჩიდან შვეიცარიის ნაკრებმა 17 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 5 წააგო, მათ შორის ექსპერიმენტული შემადგენლობით ინგლისთან და ყატართან.

"ჩვენ არ გვყავს რონალდო, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირზე
16 გოლი გაიტანა, მაგრამ გვყავს 15 ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ გოლის გატანა", - განაცხადა ჯერ კიდევ 2018 წელს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

პეტკოვიჩი ამბობს, რომ გრძელი სათადარიგოთა სკამი გააჩნიათ, ნებისმიერ პოზიციაზე ჰყავთ შემცვლელები და პრობლემა არ არსებობს.

რაც 2014 წელს პეტკოვიჩმა გუნდი ჩაიბარა, 34 მატჩში 22-მა ფეხბურთელმა 70 გოლი გაიტანა. ამ 22-დან 12 საქართველოსთან და დანიასთან შეხვედრისთვის ემზადება. თებერვლის შემდეგ ჩვენმა 11-მა შემტევმა მინიმუმ 1 გოლი მაინც გაიტანა კლუბში".

"გლადბახის" მცველმა მიხაელ ლანგმა luzernerzeitung.ch-ის განუცხადა, რომ რთული თამაში ელით, მაგრამ მაინც უნდა გაიმარჯვონ.

altშვეიცარიის ნაკრების ფორვარდი: საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაგვითმობს და დაცვაში ჩადგება

altშვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

altსაქართველოს მეტოქე: რა უნდა ვიცოდეთ შვეიცარიის ნაკრების შესახებ

altშვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

მკითხველის კომენტარები / 5 /
შვეიცარიასთან მოგება შეიძლება. პირველ თამაშში წარმატება ბევრს ნიშნავს. თანაც ამათი თვითდაჯერება გამაღიზიანებელია. ყურებჩამოყრილები უნდა გავუშვათ თბილისიდან!
მერაბი
22 მარტი 2019 09:53
2
მარტო მოგება მეტი არაფერი ... ბრძოლისთვის გავდივართ მოედანზე ვიღებტ 3 ქულას ვემზადებით შემდეგი თამაშისთვის !! დავაიი ბიჭებოო თამაშის შემდეგ ყველა სიტყვა უკან უნდა წაიღონ ... !! წარმატებები ვიგებთ ამ თამაშს .
nikifore
21 მარტი 2019 10:02
1
გირსსეულად მაინც ცავაგოტ ტუ მოგვიგეს.ბრზოლასჰი ცაგება სჰვეიცარიასტან არარი სირცხვილი მგონი.მაგრამ გმერტმა ქნას და მოვიგოტ კიდევაც,ბოლობოლო ესპანეტს ხო ვზლიეტ.
bajo
20 მარტი 2019 23:07
34
ანესთეზიოლოგ მართალი ხარ, მაგრამ რომ იცოდე ალაზანში კი არა არაზანში კიდია :)
ლაშა
21 მარტი 2019 09:52
1
როგორც სჩანს ზოგიერთი ისე წერს კომენტარს, რომ საერთოდ არ კითხულობს რა დაწერა და სულ "ალაზანში კიდია". რა უბედურებაა ეს, 19 სიტყვაში 8 ისეთი დამახინჯებულია, წაკითხვის სურვილს დაგიკარგავს კაცს.
ანესთეზეოლოგი
21 მარტი 2019 00:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული