ირლანდიური მედია: ქართველებს ტექნიკური გუნდი ჰყავთ, არც ბევრ გოლს უშვებენ

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

ირლანდიური გამოცემა irishexaminer.com-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდის შესაძლებლობებს განიხილავს.

"გიბრალტარისგან განსხვავებით, რომლის ფეხბურთელებიც ერთად თამაშობენ ადგილობრივ ჩემპიონატში, ქართველები გაბნეულები არიან აღმოსავლეთ ევროპიდან კალიფორნიამდე.

ბევრ გოლს არ უშვებენ, ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ მიიღეს ბურთი საკუთარ კარში და ტექნიკური გუნდი ჰყავთ. ერთა ლიგის ჯგუფი ორი მატჩით ადრე მოიგეს.

მათმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სამი წელია ხელმძღვანელობს, სახელი სლოვაკეთთან ერთად გაითქვა, როდესაც ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა.

ქართველების მთავარი მოთამაშეები
უკანა ხაზში თამაშობენ - ცენტრალური მცველი გურამ კაშია, ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მეკარე გიორგი ლორია.

თუმცა მოდიან ახალგაზრდა მოთამაშეებიც, მათ შორის, შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა და ერთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ქართველები ჩვენთან ჩამოსვლამდე შვეიცარიას ეთამაშებიან და შესაძლოა, ეს ფაქტორი დაგვეხმაროს კიდეც", - წერს irishexaminer.com.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 26 მარტს დუბლინში გაიმართება, მანამდე კი ჩვენი გუნდი 23 მარტს შვეიცარიას მიიღებს.

ირლანდია კი ქართველებთან შეხვედრამდე, გიბრალტარს დაუპირისპირდება.

alt შვეიცარიელები: საქართველოსთან მატჩისთვის ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

altშვეიცარიის ნაკრების ფორვარდი: საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაგვითმობს და დაცვაში ჩადგება

მკითხველის კომენტარები / 8 /
Xx ანუ .... შენი გუნდი რომია სიმონა? ჰაოსების თუ ალან თურქენის? FUIIIIIIII....
კოკა
23 მარტი 2019 02:23
0
აბა ვნახოთ რა გუნდი გყავთ, ანდორასთან და ლიტვასთან მატჩების შემდეგ ლამის მსოფლიოს ჩემპიონები გახდით.D.D.D.
xx
22 მარტი 2019 12:53
2
კაცმა არ იცის რამდენი დასანანი მარცხი განგვიცდია,მაგრამ ყველაზე მეტად ირლანდიასთან არსებული სამარცხვინო ბალანსი მიშლის ნერვებს. ასეთ უფანტაზიო,რეგვენ გუნდთან ქრონიკული დამარცხებები მაგრად ტეხავს. მესმის, რომ მაგარი მწვრთნელი ყავთ და ორგანიზებული გუნდია,მაგრამ მაინც. ტიპებმა გაქცევა-ჩაწოდების მეტი არაფერი არ იციან და მაინც უშანსოდ გვიგებენ ხოლმე.
შეტევა
22 მარტი 2019 09:25
0
ირლანდიასთან 4 ქულას ავიღებთ ამ შესარჩევში. თუ არა და ნახავთ.
Geo_Dinamo
21 მარტი 2019 23:23
2
გიბრალტართან ჩვენი ხსენება რა პონტი იყო ?! სწორედ მაგის გამო დაისჯებით ... ყაზაიშვილი არ უხსენებიათ (ფრე) ... არც ოქრი , ვისი გოლიც მაგათ კარში ერთერთი საუკეთესო გოლი იყო რაც ოდესმე მინახავს
Homeros
21 მარტი 2019 22:51
0
უკანა ხაზიო, კაშია და ლორიაო )))) მაგრად იციან ნაკრები :დ კვირკველია და ხოჭოლავა არც უხსენებიათ))) :დდ ან რა ლორია, ყველაზე მეტ საფრთხეს მისგან ველი))) მაკარიძე ფორმაში შევიდა და ჯობია ეგ დადგეს
Tbiliseli
21 მარტი 2019 18:40
6
იასნია ლორია არაა საიმედო ძველებურად
ემირი
21 მარტი 2019 22:37
0
ასეთი მოკლე სათადარიგოთა სკამით ზედიზედ ასთ მეტოქეებთან ძნელი იქნება. იმდი მაქვს გაუძლებენ ბიჭები
გოგა
21 მარტი 2019 18:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული