შვეიცარიის ნაკრები თბილისში 3 ფეხბურთელის გარეშე ჩამოფრინდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი 23 მარტს ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტრავმების გამო შვეიცარიის ეროვნულ გუნდს შერდან შაჩირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი ვერ დაეხმარებიან. პეტკოვიჩმა თან 22 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი)

ნახევარმცველები:
კრისტიან ფასნაჰტი (იანგ
ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები:
ბრილ ემბოლო (შალკე), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი კრეიგ პოუსონი, ლაინსმენები ლი ბეტსი და ჰარი ბესვიკი, მეოთხე მსაჯი ენტონი ტეილორი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი ეს თამაში როგორ მორჩება, მაგრამ არასოდეს მჯეროდა ჩვენი ნაკრების როგორც ეხლა. იმიტო კი არა რო ერთა ლიგაზე კარგად გამოვიდნენ. იმიტო რო ყველა მაქსიმუმს დებს მოედანზე კარგი თაობა მოდის და ყოველთვის არ გამოსდით, მაგრამ გაზრებულ ფეხბურთს თამაშობენ. აი შიშით კი ორი რამის მეშინია ვაისის და ჩვნების ბოლო წუთებში დაღლის. ტაქტიკის გადაწყობაში და ცვლილებებში სუსტია ვაისი
გოგა
22 მარტი 2019 12:52
0
ყველანი სატდიონზე, ჩვენ ბიჭებს გამხნევება უნდათ. ჩვენ შვეიცარიის ნაღდათ არ გვეშინია. მინიმუმ არ წავაგებთ.ჩვენი გუნდი დღითი დღე იზრდება. ჯგუფიდან თუ ვერ გავალთ ერების ლიგის პლეო ოფიდან გავალთ და იქ მოუგებთ შვეიცარიას ჩაკვეტაძესთან ერთად. ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩით, ჩვენ ევროპაზე მივდივართ.
Geo_Dinamo
22 მარტი 2019 12:20
0
სტუმართმოყვარეობა სპორტში უდიდესი მომაკვდინებელი ცოდვა!!!!! :D :D :D ასე რომ უნდა ვისწავლოთ ჩვენზე ძლიერი გუნდების გამწარება!!! და ყველას გაუჩნდება მერე პატივისცემა ჩვენს მიმართ!!! სტუმართმოყვარეობა თამაშის შემდეგ კი ბატონო, აუცილებელიც კიაა!!! / ისე კი ვიტყვი არცერთი საქართველოს ნაკრებისა თუ კლუბის მიმართ არ გამოუჩენიათ ისეთი სტუმართმოყვარეობა როგორც ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე, სულ პირიქითა ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ გავაოცოთ , პატივი ვცეთ, და სანაცვლოდ გაიხსენეთ რამდენჯერ იყო ხან ავტობუსი არ დახვდათ, ხან სასტუმროს პრობლემა, ხან ჯურნალიტებსაც კი არ გამოუხატიათ ყურადღება, ამას ვგულისხმობ ყველა სპორტის სახეობას, არა მარტო ფეხბურთს ..../ მაგრამ ჯობია ჩვენ ჩვენი სახე არასოდეს არ დავკარგოთ...!
Vasili
22 მარტი 2019 11:51
0
ვიგებთ ამ თამაშს 2-0 !!! საქართველოს გაუმარჯოს!!!
levani zesta
22 მარტი 2019 11:18
0
თუ გაგვიმართლა მაქსიმუმ ერთი ბურთის სხვაობით მოვიგებთ. შვეიცარია არ მოგვცემს მაგხელა უპირატესობას რომ ორი ბურთით მოვიგოთ
David
22 მარტი 2019 12:07
1
თუ არ დავიზმენდით, ბურთი არ მივეცით და უკან არ ჩავდექით დაცვაში, გაედებათ ამათ. მოკლედ შეტევას თუ ვითამაშებთ იგივე ნახევარმცველების წყალობით მაგრად გავამწარებთ.
ანესთეზეოლოგი
22 მარტი 2019 10:26
0
გავავსოთ სტადიონი, გულმხურვალედ ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი...
ყველამ მაგრად უნდა მოვინდომოთ მოგება.
ირაკლიუსი
22 მარტი 2019 09:13
0
ნახევარდაცვა ჰყავთ ძლიერი. თავდასხმა დიდი არაფერი. ემბოლოს შალკეში 10მომენტიდან ერთხელ თუ შეაგდებს.
დავით 67
22 მარტი 2019 05:24
0
მაგას ნახავ 23 ში
555
22 მარტი 2019 12:47
2
სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ იმედია უჟმურ ხასიათზე გაგიშვებთ
Homeros
22 მარტი 2019 04:10
1
სტუმართმოყვარეობა მე-3 ტაიმში ვაჩვენოთ და თან ვანუგეშოთ :D
ლადო
22 მარტი 2019 09:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული