შვეიცარიის ნაკრები თბილისში 3 ფეხბურთელის გარეშე ჩამოფრინდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი 23 მარტს ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტრავმების გამო შვეიცარიის ეროვნულ გუნდს შერდან შაჩირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი ვერ დაეხმარებიან. პეტკოვიჩმა თან 22 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი)

ნახევარმცველები:
კრისტიან ფასნაჰტი (იანგ
ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები:
ბრილ ემბოლო (შალკე), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი კრეიგ პოუსონი, ლაინსმენები ლი ბეტსი და ჰარი ბესვიკი, მეოთხე მსაჯი ენტონი ტეილორი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი ეს თამაში როგორ მორჩება, მაგრამ არასოდეს მჯეროდა ჩვენი ნაკრების როგორც ეხლა. იმიტო კი არა რო ერთა ლიგაზე კარგად გამოვიდნენ. იმიტო რო ყველა მაქსიმუმს დებს მოედანზე კარგი თაობა მოდის და ყოველთვის არ გამოსდით, მაგრამ გაზრებულ ფეხბურთს თამაშობენ. აი შიშით კი ორი რამის მეშინია ვაისის და ჩვნების ბოლო წუთებში დაღლის. ტაქტიკის გადაწყობაში და ცვლილებებში სუსტია ვაისი
გოგა
12:52 22-03-2019
0
ყველანი სატდიონზე, ჩვენ ბიჭებს გამხნევება უნდათ. ჩვენ შვეიცარიის ნაღდათ არ გვეშინია. მინიმუმ არ წავაგებთ.ჩვენი გუნდი დღითი დღე იზრდება. ჯგუფიდან თუ ვერ გავალთ ერების ლიგის პლეო ოფიდან გავალთ და იქ მოუგებთ შვეიცარიას ჩაკვეტაძესთან ერთად. ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩით, ჩვენ ევროპაზე მივდივართ.
Geo_Dinamo
12:20 22-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული