22 მარტს, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა სტეფან ლიხტშტაინერმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.
მან მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.
"როგორც მწვრთნელმა ბრძანა, ქართველები შემტევი, ამტანი და ძლიერი ფეხბურთელები არიან. უამრავი გულშემატკივრის მხარდაჭერა ექნებათ და მათ ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ", - განაცხადა "არსენალის" მცველმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ვარჯიშს გამართავს.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ვარჯიშს გამართავს.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი
მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.