შვეიცარიის მწვრთნელი: კარგად მახსოვს თბილისის "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა

AutoSharing Option
22 მარტს, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩემი გამონათქვამი საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით ნიშნავდა იმას, რომ ეს არის ნაზავი იმ ფიზიკურ მონაცემების, რაც რუსულ ფეხბურთს ახასიათებდა, ბრაზილიურ ტექნიკურობასთან ერთად. კარგად მახსოვს, რაც იყო "დინამო", ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

წარმატების რეცეპტი ძალიან მარტივია: ბევრი შრომა, ის, რომ ყველა საკუთარ საქმეს კარგად აკეთებდა, თავდაჯერებულებმა უნდა ვითამაშოთ და სამი ქულა წავიღოთ სახლში.

ბელგიასთან თამაშს ჰქონდა ზეგავლენა კარგი ფორმის ჩამოყალიბებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი
იქნება, კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის.

დღეს გვექნება საქართველოს ნაკრების ანალიზი, ძირითადად იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს. ვიცი, რომ ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან და მათ ჩვენი პლუსები უნდა დავუპირისპიროთ" - განაცხადა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ვარჯიშს გამართავს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

altსაქართველო VS შვეიცარია - ბიჭები ვართ და მოვდივართ, ბიჭები ხართ და დაგვიხვდითო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხ სად არა გვყავს ოქრიკა ფორმაში რა
benia
14:29 23-03-2019
0
ის დინამო მარტო შენ კი არა მთელ ბრიტანეთის სტაჟიან ქომაგებს ახსოვთ. მე რამოდენიმე ბრიტანელთან მქონია საუბარი ფეხბურთზე და ყველა მათგანს ახსოვთ დინამო.
Geo_Dinamo
10:43 23-03-2019
0

სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0