საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
დავუბრუნდით რეალობას.მე იმათი მიკვირს ანდორა-ლატვიის მოგებით რომ ამტკიცებდნენ პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართო.ეხლა თუ ვერ დაინახეთ და დაიჯერეთ რა გუნდი გვყავს,კიდევ დაგვანახებენ რაც ვართ,ეს მხოლოდ დასაწყისია,კინო აწი იწყება.ჩაკვეტაძის ფანებს კი ვეტყვი რო მოეშვით ილიუზიებს და ბარსა-რომას ძახილს,მაქსიმუმ გერმანიის მეორე ბუნდესლიგა
dato
23 მარტი 2019 20:46
11
ეს ვიდეო ამბობს რამდენიმე შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრებსო და იქნებ გამახსენოთ ეს 'რამდენიმე' შანსი.
odala
23 მარტი 2019 20:45
3
ჩემის აზრით ცხრანი ვთამაშობდით ცამეტის წინააღმდეგ(ვგულისხმობ: ვაკო+ჯანო უსუსტესები იყვნენ. საქმე მარტო მათ ცუდ თამაშში როდია: ფიზიკურად ისედაც ორივე სუსტია, თითქოს არც ჟინი ჰქონდათ და არც ბრძოლის უნარი, მოწინააღმდეგის მოტყუებას ვინ ჩივის, ვერც პასს აკეთებდენენ და ვერც ბურთს აჩერებდნენ, ვერც დაცვას ეხმარებოდნენ. ამის გამო დაიჩაგრნენ: კანკავა და გვილია. ამიტომაც იყო რომ შვეიცარიელები ყველგან(შეტევაშიც კი) თითქოს მეტნი იყვნენო. მე რომ ვიყო მაგათ ნაკრებს აღარ გავაკარებდი.
dato
23 მარტი 2019 20:32
2
კარგით ხოო ნუ შესდექით ამ ბიჭებს.ბევრი სამუშაო გვაქვს რათქმაუნდა არავინ დავობს რომ ეს თამაში ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისეც ნუ ვიზავთ რომ ჩვენი ესეთი "მხარდაჭერით" უარესი გავაკეთოთ.დავუდგეთ გვერდში და გავამხნწვოთ.არაუშავს.ვიღაც ფარჩაკთან არ წაგვიგია თან საკმაოდ ძლიერი გუნდია შვეიცარია.
დდდ
23 მარტი 2019 20:32
9
თუ ბევრი გაქვს სამუშაო გაირეკე ყანაში და ამუშავე (სიმინდს მაინც მოიყვან)!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 20:42
1
ხალხო რა ვაისი რის ქვილითაია ან ყაზაიშვილი, რა შუაშია ვინმე საერთოდ, რა ფიზიკური მონაცემები ქონდათ იმ ბიჭებს მარტო ეგ არი საკმარისი ჩვენი გუნდი რატო აგებს რომ მიხვდეთ. უბრალოდ ძაან ჩამოვრჩით
Gio
23 მარტი 2019 20:58
1
რატომჯაც მჯერა ჩვენი ნაკრების, გუნდი ტაკტიკურად სწორედ თამაშობს. რას ელოდით საათივით აწყობილ შვეიცარიიდან, ძალიან ძლიერი გუნდია, ამ გუნდს ჩვენი ჯერ ვერ მოუგებთ მაგრამ მომწონს ჩვენი ნაკრების ბრძოლისუნარიანობა და სწორი თამაში. არ გვინდა ეგ ბოღმიანი კომენტარები, გულშემატკივრებსაც ბევრი გვაქ სასწავლი.
elsa
23 მარტი 2019 20:53
11
ბიჭებს არ ვერჩი ,აი მათ შტერ და ჯიუტ ტრენერს კი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 21:57
2
ანანიძეს მაგივრათ ოქრიაშვილი! გვილიას მაგივრათ ვაჩიბერიძე! ყაზაიშვილის მაგივრათ ჩაკვეტაძე! ცენტრალური თავდამსხმელი ზივზივაძე! ვაისის მაგივრათ პაჩეტინო! და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედ ფინალი მინიმუმ განაღდებული გვაქვს))!!
gurami
23 მარტი 2019 20:51
7
იქნებ ვინმემ ახსნას რომელი ლოგიკით უნდა მოგვეგო? ამდენ კრიტიკას ვფოქრობ ჯობია.
ქომაგი1
23 მარტი 2019 20:48
12
წაგებით შეიძლება წააგო მაგრამ როცა შენი გუნდელი ცხენივით დარბის და შენ დასეირნობ მინიმუმ ტეხავს. მაგრამ ვაისს სიმკაცრე აკლია და გასდით, ყაზაიშვილს პირველ რიგში. აჩვენონ რომ შეუცვლელი არაა და მერე ნახავთ თუ არ მოინდომებს.
David
23 მარტი 2019 20:57
0
Yazaishvili da kashia saertod ar unda iyvnen nakrebshi. Pensionetebis championatshi tamashoben. Dziritadshi xo saertod ra
Emigranti
23 მარტი 2019 20:39
0
უკეთესს არც ველოდი, მოიცა ჩაკვე დაბრუნდეს მერე ვიხმართ ამათ. მაინც კარგები ხართ , მე ბოლომდე გიკრავთ ტაშს ორით ნულს აგებდეთ და გინდ ხუთით ნულს
ემირი
23 მარტი 2019 20:04
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული